ამოყრილი, დამტვრეული ფილები – სახიფათო პირსი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის საბაგიროსთან, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე, პირსი დამტვრეული და სახიფათოა. დამტვრეულ ფილებს შორის ხშირად გადაადგილდებიან სათევზაოდ გამოსული ადამიანები და ბავშვებიც. „ბათუმელებმა“ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰკითხა, თუ აქვს ინფორმაცია პირსზე ინფრასტრუქტურის მოშლასთან დაკავშირებით და თუ არის შესწავლილი, რამდენად სახიფათოა ამ სანაპიროზე გადაადგილება. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ „ეს მათი მიმართულება არ არის“, ანუ არანაირ ზედამხედველობას არ უწევენ. …

რას უპირებენ ახალ ბულვართან შტორმით დანგრეულ პირსს

ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარე პირსი ზღვამ 2021 წლის დეკემბერში დაანგრია. პირსის დანგრევიდან ორი წლის შემდეგ კვლავ გაურკვეველია ვინ აღადგენს მას, ან აღადგენენ თუ არა საერთოდ. „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ორი წლის წინ მოგვწერეს, რომ „შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“. აჭარის ფინანსთა და …

ბათუმის ახალ ბულვარში, პლაჟზე, ბეტონის შენობა ააშენეს – ეს კანონით დაუშვებელია

ბათუმის ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის #13-ის მიმდებარედ, პირდაპირ პლაჟზე არსებული მსუბუქი კოსტრუქციის კედლები ბეტონით ამოაშენეს, რაც კანონით დაუშვებელია. პლაჟზე მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაა შესაძლებელი მერიასთან შეთანხმებით. სამუშაოებს შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ აწარმოებს, ეს კომპანიაა ამ ტერიტორიის მოიჯარეც. მერიასთან შეთანხმების მიხედვით, აქ ახალ პირსს აშენებენ, არსებული პირსი გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო …

ბათუმში ახალ პირსს აშენებენ – ძველი ზღვამ დაანგრია [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ახალ პირსს აშენებენ. აქ არსებული პირსი წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობილია. აქ განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა ქალაქ ბათუმის მერიის მიერაა გაცემული 2022 წლის ივლისში და ის 2023 წლის 13 მაისამდეა ძალაში. დაფაზე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს პირსის რეკონსტრუქცია, თუმცა აქ არსებული პირსი, რომელიც …

კიდევ ერთი პირსი ბათუმში, რომელსაც ზღვა ანგრევს [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში ზღვა კიდევ ერთ პირსს ანგრევს. ამ დროისთვის ნაგებობა ისეა დაზიანებული და დეფორმირებული, რომ მასზე გასვლა უკვე სახიფათოა. ბოლო პერიოდში ბათუმში ზღვა აზიანებს როგორც სხვადასხვა ნაგებობას სანაპიროზე, ასევე, საქალაქო ინფრასტრუქტურას და უშუალოდ ნაპირს. ზღვაში მდინარეების მიერ ნატანის შემცირების გამო შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს წლების განმავლობაში ანგრევდა, განსაკუთრებით აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ადლიის …

„პიერ ბათუმის“ პირსს ჯერ არ ანგრევენ

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმის სანაპიროზე  „პიერ ბათუმის“ პირსს არ დაანგრევენ. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მხოლოდ პირსის მიმდებარედ არსებული შენობებისა და კონსტრუქციების დემონტაჟზე მიიღო გადაწყვეტილება [მერიის გადაწყვეტილებებს კომპანია სასამართლოში ასაჩივრებდა]. პირსთან დაკავშირებით კი დავა გრძელდება. 35 მეტრი სიგრძის პირსი ბათუმის პლაჟზე შპს BATTUN-მა 2011 წელს უკანონოდ ააშენა, კომპანიას არც პროექტის გარემოზე …

Exit mobile version