პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში. გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით. მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, …

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად …

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …

„მყავს მძიმე ავადმყოფი მამა“ – 15 წლის ბიჭის მიმართვა ხალხს და მთავრობას

„მოგესალმებით. მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი მამა, აქვს პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით, ჭირდება თავის ოპერაცია, კეთდება ავერსის კლინიკაში და ღირს 70 000 ლარი. ვართ სოც.დაუცველები. 45 000 ლარი გვაქვს, დარჩენილი 25 ათასი ლარის შევსებაში სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ გაკეთდეს ოპერაცია და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე“, – ეს წერილი 15 წლის ბიჭმა 4 დეკემბერს მოგვწერა ქობულეთიდან. წერილს …

როდის მიიღებენ პარკინსონით დაავადებულები საჭირო მედიკამენტებს? – მინისტრის პასუხი

„ტენდერი გამოცხადებულია და მიმდინარეობს კონსულტაციები ფარმამომწოდებლებთან. ეს ნაკლი, რომელიც იყო ახალი პროგრამიდან გამოწვეული, იქნება აღმოფხვრილი,“ – გვითხრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ მედიკამენტ „ნაკომის“ შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ეს მედიკამენტი პარკინსონით დაავადებულ ადამიანებს სჭირდებათ და მას პროგრამის ფარგლებში იღებდნენ. უკვე მესამე თვეა აჭარაში ეს მედიკამენტი აღარ გაიცემა. რა იყო „ნაკლი“? – ჩვენ ამის დაზუსტებაც ვთხოვეთ მინისტრს, …

3 თვეა პარკინსონით დაავადებულები 1-ლარიანი წამლის პროგრამით ვერ სარგებლობენ

მერაბ პ. ქედაში ცხოვრობს. მას პარკინსონის დაავადება აქვს და როგორც სოციალურად დაუცველი, 1-ლარიანი წამლების პროგრამაშია ჩართული. ექიმმა მას მედიკამენტები: „პარკინისა“ და „ნაკომის“ მარაგი ამოეწურა და რადგან ამ დასახელების მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში არ ჰქონდათ, ამბობს, რომ აფთიაქში მას შემცვლელი მედიკამენტი მისცეს. „მედიპარკინი“ მომცეს, მაგრამ ეს სუსტი წამალი გამოდგა – არ იმოქმედა. ვისესხე 150 ლარი და იმით 100 …

Exit mobile version