ოდესის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ძეგლს აიღებენ

ოდესის მერია ქალაქის ცენტრიდან ეკატერინე II-ის ქანდაკების აღებას დათანხმდა. „ძალიან კარგი ამბები ოდესიდან,“ – წერს უკრაინელი პოლიტიკოსი, რადის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ტელეგრამზე. – „ოდესის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ეკატერინეს ძეგლის დემონტაჟისა და გადატანის შესახებ. როგორც იქნა! უკრაინულ ოდესაში „რუსკი მირის“ ადგილი არ არის“. დეპუტატის ცნობით, გადაწყვეტილებამ კენჭისყრაზე 43 ხმა მიიღო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. …

„ზღვის მიღმა ბათუმია“ – ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ხვალ ბათუმში გაიხსნება

ხვალ, 5 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის საზაფხულო თეატრში ლიტერატურული ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფესტივალის პროგრამა და ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილეების ვინაობა გააცნეს მედიას. ოდესის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონრად ადენაუერის ფონდია. ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში, …

ოდესის ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ფესტივალი ბათუმში 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე. ბათუმი ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს, როგორც ოდესის პარტნიორი ქალაქი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, თურქი და სხვა უცხოელი მწერლები …

დავაკავეთ ოდესელი კაცი, რომელიც რუსებს ოდესის დაბომბვას სთხოვდა – უკრაინის პოლიცია

უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა ოდესის მცხოვრები, რომელიც გამოძიების მტკიცებით, რუს სამხედროებს მოუწოდებდა, ოდესისთვის ისევე დაერტყათ, როგორც 14 ივლისს ვინიცას დაარტყეს. გამოძიების ცნობით, დაკავებული არამხოლოდ მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, არამედ სოციალური მედიის რუსულ ჩატებში მოუწოდებდა რუს სამხედროებს უფრო აგრესიულად დაერტყათ ოდესისთვის – „გაემეორებინათ ვინიცის მასშტაბი.“ პოლიციამ დაკავებულის სახლი გაჩხრიკა. ამოიღეს მისი კომპიუტერი და მობილური …

ეკატერინე II-ის ძეგლის ადგილას ოდესაში ამერიკელი პორნოვარსკვლავის ძეგლის დადგმას ითხოვენ

უკრაინის საზღვაო ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლის ადგილას ამერიკელი პორნოვარსკვლავისა და მოდელის, ბილი ჰერინგტონის ძეგლის დადგმას ითხოვენ. ასეთი პეტიცია პრეზიდენტის საიტზე 20 მაისს გაჩნდა და დღეისთვის უკვე 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განიხილოს. პეტიციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე მეორემ თავისი ქმედებებით დიდი ზიანი მიაყენა უკრაინულ სახელმწიფოსა და …

შარლ მიშელის ვიზიტის დროს ოდესა დაბომბეს – უკრაინა

„რუსული რაკეტებით ოდესის დაბომბვა ხდება თითქმის ყოველდღე, ისევე როგორც დღეს – შარლ მიშელის ჩვენთან ვიზიტის დროს,“ – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის დროს, ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც შმიგალი წერს, შარლ მიშელთან ერთად მოინახულა დაბომბვისას განადგურებული სახლი, სადაც სამი თვის გოგონა, დედა …

საპორტო ქალაქების როლი წარსულში და დღეს

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ მეორე დღეა საპორტო ქალაქების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას სტუმრები რამდენიმე ქვეყნიდან ესწრებიან. კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და განხილვის თემაა, „საპორტო ქალაქები როგორც საკონტაქტო ზონები და საგანგებო ადგილები“. „ბათუმელები“ კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა. „საპორტო ქალაქის …

Exit mobile version