„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა უფრო დამღუპველია მისთვის“ – ინტერვიუ რუსეთში კრიზისზე

„პუტინმა უნდა აირჩიოს, რა არის უფრო დამღუპველი: სოციალური პროტესტის ზრდა ნეგატიური შედეგებით, თუ ის, რაც შეიძლება მოიტანოს ცეცხლის შეწყვეტამ. ეს უკვე ცუგცვანგის მდგომარეობაა, როდესაც ყოველი შემდეგი სვლა ჭადრაკში აუარესებს მდგომარეობას,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი. მას რუსეთში ბენზინის დეფიციტზე ვესაუბრეთ. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს კრიზისი მზარდია, რუსეთის რესურსები კი, კიდევ …

საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული მატებითაა განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატის] მიხედვით, წინა წლის იანვრის თვესთან შედარებით მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 3 224 %-ით გაიზარდა. კერძოდ, 2025 წლის იანვარში საქართველოდან 1 689 900 აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე, რაც …

ყულევის ნავთობის ქარხანას კავშირი აქვს რუსული ГРУ-ს მაღალჩინოსნის ოჯახთან – რუსული მედია

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად.  რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება. საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი …

ევროპა რუსულ ნავთობს აღარ იღებს – „რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე გაქრება“

ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს. როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, …

კუნძული თუ ნავთობტერმინალი, ვის დარჩება ზღვა – სააგენტომ ორივე პროექტის განხილვა შეაჩერა 

ბათუმთან ახლოს ზღვაში დაგეგმილი ორი მსხვილი პროექტის გამო გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს. საქმე ეხება ზღვაში უნაპირო ნავმისადგომს და ხელოვნურ კუნძულს, რომელთა საპროექტო ტერიტორიები ერთმანეთის გვერდითაა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ტერმინალი1“-ს, რომელიც „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, ნავთობტერმინალის საქმიანობის გაფართოებაზე მთავრობა, სავარაუდოდ, უარს ეტყვის. გარემოს ეროვნულ სააგენტოს კი, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან …

კუნძულის ქაოსური მშენებლობა სახიფათოა და უნდა შეჩერდეს – „ტერმინალი 1“-ის მიმართვა მთავრობას

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას შპს „ტერმინალი 1“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის ნავიგაციას და „შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით [რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს კატასტროფული], დაუყოვნებლივ მიმართავს ყველა შესაბამის ორგანოს ქაოსური მშენებლობის შესაჩერებლად შპს „ტერმინალ1“-ის ტერიტორიის მიმართულებით.“ „ტერმინალი1“ ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ ნავთობტერმინალს ამუშავებს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კი, ამ ტერმინალის მოპირდაპირე მხარეს ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. …

სახელმწიფო კუნძულისა და ტერმინალის მშენებელ კომპანიებს სთხოვს, ზღვის ხედზე შეთანხმდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს სთხოვს მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა სხვა კერძო კომპანიასთან – „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს. „ტერმინალ 1“ ბათუმში მდებარე ნავთობპროდუქტების საცავის წარმადობის გაზრდას და ზღვაში ახალი საზღვაო სატვირთო ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს, „ამბასადორი“ კი – ხელოვნური ნახევარკუნძულების და კუნძულის მშენებლობას. „ვინაიდან ზემოაღნიშნული კუნძული დაგეგმილია ასევე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის განვითარებისთვისაც, ხოლო უნაპირო …

„რუსთავი 2“-ის დირექტორის კომპანია ბათუმში საზღვაო ნავთობტერმინალს აფართოებს

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე [თევზის ბაზრის მიმდებარედ] არსებული საზღვაო ნავთობტერმინალის გაფართოება იგეგმება. „სარეზერვუარო პარკის რეკონსტრუქციის შემდეგ ნავთობპროდუქტების საცავის ჯამური მოცულობა 20 000 კუბურ მეტრამდე, ხოლო წლიური ტვირთბრუნვა დაახლოებით 500 000 ტონამდე გაიზრდება. დღეის მდგომარეობით ძირითადი სარეზერვუარო პარკის შემადგენლობაში შედის 4 ვერტიკალური რეზერვუარი, საერთო მოცულობით 9000 კუბ/მ და 3 მცირე ზომის ჰორიზონტალური რეზერვუარი. რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია …

ბათუმში „სმარტის“ ახალი ფილიალი გაიხსნება

ხვალ, 24 მარტს, „სმარტი“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, #22ა-ში მდებარე „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე 35-ე სუპერმარკეტს გახსნის. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური, სადაც ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ქსელთან შედარებით ჯამურად 25-30 თეთრამდე ფასდაკლების შესაძლებლობაა თითოეულ ლიტრ საწვავზე და იქვე არსებული გაზგასამართი სადგური მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას უკვე ბათუმელებს შესთავაზებს. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტით კი „ვისოლის“ მომსახურების სივრცე ქალაქის ცენტრში დღეს კიდევ …

ზღვის დაბინძურებისთვის გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს – დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ნავთობშემცველი წყლებით ზღვა ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით 65 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და …

Exit mobile version