ბათუმის ქუჩებში ათეულობით მცენარე მოიპარეს, დააზიანეს ნარგავები – მერია

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის პარკებსა და სკვერებში ინფრასტრუქტურის დაზიანების და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები გამოვლინდა. „დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, საყვავილე კლუმბების, ხე-მცენარეების დაზიანებისა და მწვანე ნარგავების მოპარვის ფაქტები. აეროპორტის გზატკეცილზე კი ავტომანქანით ერთწლოვანი ნარგავები დააზიანეს. ათეულობით მცენარე მოიპარეს რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა“ – აცხადებს „მწვანე ბათუმი“. გამწვანების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, …

ხე თუ გიშლით, მოჭერით – „მწვანე ბათუმის“ პოლიტიკა [ფოტო]

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. გზის ერთ მონაკვეთში რვა მოჭრილი ხის კუნძი გადავიღეთ. რვავე ხე ჯანსაღი იყო და ეს ვიზუალურადაც ჩანს. ამ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით აწარმოებს. სატენდერო მოთხოვნა ითვალისწინებს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას. ადგილზე გვითხრეს, რომ ხეები პროექტს უშლიდა …

როგორ გაქრა ეზოები, ხეები და მზე – პატარა სახლები ბათუმში კორპუსების ჩრდილქვეშ | ვიდეო

მზე აღარ ათბობს ბათუმში პატარა სახლებს, რომლებიც  ბოლო წლებში შეცვლილ ქუჩებს  ჯერ კიდევ შემორჩნენ და შეუმჩნევლად „დგანან“ ახალი, მაღალი კორპუსების ჩრდილში ჩაკარგულნი. პატარა სახლებთან ერთად ქრება მცირე ზომის გამწვანებული ეზოები მრავალწლოვანი ხეებით და ყვავილების გაზონებით, რომლებიც ამ სახლების ირგვლივ ჰაერის ნაკადის მოძრაობას უწყობდნენ ხელს. ამ და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის გამო ბათუმის ორსართულიან სახლებსა და …

30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ხოლო თუ ეს მწვანე სივრცე ზღვასთან ახლოსაა, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მწვანე ფერი, რომელსაც შენი ფანჯრიდან ხედავ, განაცრისფრდება, ფერადი საბავშვო ატრაქციონის ნაცვლად კი შენი ფანჯრის წინ დიდი კედელი ამოვა, რომელიც არამხოლოდ სივრცეს გიკეტავს, გართმევს გამწვანებულ …

როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები. ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ …

„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები. მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში. მწვანე სივრცის რა …

როცა ფანჯრიდან მხოლოდ მეზობლის კედელს ხედავ – k3 და ახალი სამშენებლო კოდექსი [ფოტო]

ფანჯრიდან არც ხე ჩანს, არც ბუჩქი და არც ზღვა, მხოლოდ მეზობელი სახლის კედელი მოჩანს ან ფანჯარა, რომლის გამჭვირვალე შუშასაც მუქი ფარდა ფარავს – „მეზობელმა საძინებელში ან მისაღებ ოთახში რომ არ შეიხედოს.“ სახლში ცხელა, „ჰაერი არ არის“, „ჰაერი როგორ იქნება, ხე არ არის“, ზაფხულში ძალიან  ჭირს, ზამთარში კი მზის შუქი საერთოდ არ აღწევს, ცივა და ბნელა. …

ბათუმში ევკალიპტებს ჭრიან – გამწვანების სამსახურში აცხადებენ, რომ ხეები გამხმარია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, 10 ევკალიპტს ჭრიან. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხეების გადაბელვა და ამ პროცესში გაიჩეხება დაზიანებული და გამხმარი ხეები. „ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ხდება გონიო-კვარიათისა და ხელვაჩაურის მიმართულებით არსებული ევკალიპტის ხეების მონიტორინგი. საუბარია დაზიანებულ და ხმელ ხეებზე, რომლებიც ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შეიძლება ქარში, გრიგალში მოიგლიჯოს და ამას მსხვერპლი მოჰყვეს. …

ბათუმში ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდგარ ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტა მიაჭედეს. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის გამწვანების სამსახურში უთხრეს, იმის გამო, რომ გამვლელები დაფუღუროვებულ ხეში ნაგავს ყრიდნენ, ხეს თუნუქი გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებმა თვითნებურად მიაკრეს. „გამოვიძახებთ კეთილმოწყობის სამსახურს და ხვალ ალბათ ავაძრობთ მაგ თუნუქს. შემდეგ მოვიფიქრებთ, თუ რა გავაკეთოთ. წესით, მაგ ხეს ლურსმანი არ უნდა მიაკარო, მაგრამ იმის გამო, რომ …

Exit mobile version