რატომ დაკეტეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი? – უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი დაკეტილია. „აჭარის მუზეუმის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რადგან მუზეუმის სარდაფში ხშირად წყალი დგებოდა, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს. მუზეუმის დაკეტვის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია. მუზეუმი მნახველებს მესამე თვეა აღარ იღებს, თანამშრომლებმა მუშაობა სხვა მუზეუმებში განაგრძეს, თუმცა უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, თეონა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, …

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი. „ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი. საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან …

Art-Covid – აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

2 მარტს აჭარის ხელოვნების მუზეუმში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, პირველი გამოფენა გაიხსნა. სახელი და კონცეფციაც სიმბოლურად პანდემიასთანაა კავშირში -“Art-covid – მხატვრები პანდემიის პირისპირ”. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები ბათუმელი მხატვრების მიერ იზოლაციის პირობებშია შესრულებული. „პანდემიის პერიოდში მხატვრები ძირითადად სახლში ისხდნენ და ბევრი დრო ჰქონდათ მუშაობისა და ახალი აღმოჩენებისთვის. განაცხადის მიხედვით გასული …

სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სულიკო ჟღენტის სახელის უკვდავსაყოფად ბათუმში მისი სახელობის კინომუზეუმი შეიქმნება. მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. სულიკო ჟღენტს 95 წელი შეუსრულდებოდა. გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქ.ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, სულიკო ჟღენტის მეგობრებმა და …

რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე

დღეს, 29 მაისს, სსიპ “აჭარის მუზეუმის” დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან გათავისუფლების შესახებ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დილით მიიღო. “ბათუმელების” კითხვებს გათავისუფლების სავარაუდო მიზეზებსა და სსიპ-ის მენეჯმენტის მუშაობასთან დაკავშირებით თამარ ორაგველიძე პასუხობს. ქალბატონო თამარ, აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მენეჯმენტის გაუმჯობესება იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი. მიგიღიათ შენიშვნები მენეჯმენტზე? არც …

18 მაისის ღამე მუზეუმში – პროექტი, რომელშიც ვიზიტორებიც ჩაერთვებიან

18 მაისიდან 19 მაისს გარდამავალი ღამეს, ბათუმის მუზეუმებში შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ. უფასო ვიზიტები 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს ღამეს დაგეგმილია აქტივობა სახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. პროექტი გულისხმობს აქტივობებში ვიზიტორების ჩართვას. ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 18 მაისი: ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი „ერთი დღე ძველ ბათუმში“. წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა. …

მუზეუმი ღია ცის ქვეშ გმირთა ხეივანში – ბათუმის მერია კონცეფციაზე მუშაობს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია გმირთა ხეივნის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე დაიწყებს მუშაობას. მისივე თქმით, კონცეფციის შემუშავების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე მოაწყობენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არაოფიციალურია და მერია დეტალებზე ჯერ კიდევ მუშაობს. „გვინდა, გმირთა ხეივანი გავხადოთ არა მხოლოდ ცალკეული მემორიალების განთავსების ადგილად, არამედ პარკად, რომელიც ამავე დროს იქნება საქართველოს …

შენი ისტორია „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” გამოფენაზე ბათუმში

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ რეალური და ვირტუალური სივრცეა, რომელიც ერთადერთი მიზნით შეიქმნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შეძლებოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი წარუმატებელი და დამსხვრეული ურთიერთობების ისტორიები ამბებისა და სიმბოლური ნივთების საშუალებით. მუზეუმის ექსპონატების რაოდენობა მუდმივად იმატებს. ყოველი ნივთი ადამიანთა პირად, წარსულ ურთიერთობებზე ჰყვება, მუზეუმი ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, უნივერსალური, მხატვრული დანიშნულება შესძინონ ისტორიებსა და ნივთებს, …

რატომ ვერ იმუშავა აუდიო გიდებმა ბათუმის მუზეუმებში

აუდიო გიდები სხვადასხვა ენაზე ბათუმის მუზეუმებისთვის – ეს მოთხოვნა უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ ჩაწერა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში. კომისიის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ შეთავაზებაა მთავრობისთვის და კონკრეტულად ჯერ არ იცის, რომელ მუზეუმს სჭირდება აუდიო გიდის სერვისი, ან რა დაჯდება ეს. ბათუმში აუდიო გიდების სერვისი ქართულ და უცხო ენებზე …

„მოსწავლემ რომ მასწავლებელი ითხოვა ცოლად, ამის ლეჩხუმური ვერსია“ და სხვა ფოტოები

„ფოტოგამოფენა – მუზეუმი „ცნობილი ლეჩხუმელები“,  დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია უფასო“, – ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ამ აბრით ლეჩხუმელი ელგუჯა ბენდელიანი საკუთარ სახლში გახსნილ მუზეუმში ყველა მსურველს ეპატიჟება. სასიქადულონი, ხელისუფალნი, დეპუტატები, არტისტები, დამრტყმელები, ძველი ბიჭები, ორატორები და ენამოსწრებულნი, მოქეიფენი, ქველმოქმედნი –  ლეჩხუმში დაბადებული ან მხარესთან დაკავშირებული ყველა იმ ადამიანის ფოტოა მუზეუმში გამოფენილი, ვისაც კი ოდესმე რაიმეთი თავი …

რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში

27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ …

 გამოფენა ნობელების მუზეუმში [ანონსი]

2017 წლის 23 თებერვალს 14:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ერთობლივი ღონისძიება „მომავალს გავაცნოთ წარსული“ გაიმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, წარმოდგენილი იქნება: მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის აჭარელ ქალთა ჩაცმულობის ნიმუშები, სადაც ტრადიციულად დომინირებდა წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი ფერები. …

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში …

თამარის დასახლებაში რელიგიის მუზეუმი აშენდება

თამარის დასახლებაში, თამარ მეფის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის კულტურის მინისტრის თეიმურაზ კომახიძის და მისი მეუღლის ნარგიზ აბაშიძის თაოსნობით რელიგიის მუზეუმი შენდება. მუზეუმის აშენების  იდეა თეიმურაზ კომახიძის აწ გარდაცვლილი შვილის, დავით კომახიძის სურვილი ყოფილა, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოდში მონასტერში ცხოვრობდა და მუზეუმისთვის სამშენებლო ადგილის გამოყოფაზეც თავად უზრუნია. მუზეუმი დათო კომახიძის სახელობის იქნება და გარდაცვლილის კუთვნილი 12 …

Exit mobile version