ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ 100 ცალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს. მიკროავტობუსებს კონსოლიდირებული ტენდერით შეისყიდიან, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გამოაცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, „M2 ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობა გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. აღნიშნული ავტობუსები განკუთვნილია შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის.“ კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე სატენდერო/შესყიდვის სავარაუდო ფასის დასადგენად სააგენტო ბაზარს იკვლევს. „გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 24 იანვრისა მოგვაწოდოთ შევსებული ფასების ცხრილი [გთხოვთ …

იაპონიის საელჩომ ქედას აჩუქა ეკო-მოკროავტობუსი, რომელიც დაბაში უფასოდ ივლის

ქედის მუნიციპალიტეტს ოფიციალურად გადაეცა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი საზოგადოებრივი ეკო-ავტობუსი. ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას, 25 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდა. გრანტის მოცულობა 77 235 აშშ დოლარია. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე ადაპტირებული, ენერგოეფექტური მიკროავტობუსის შეძენით, პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. …

ბათუმში „მარშუტკით“ მგზავრობის გაძვირებას საკრებულოს გვერდის ავლით ცდილობენ

„მგზავრობის ტარიფის გაზრდა ახალი წლიდან გარდაუვალია, სხვანაირად არ გამოვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კომპანია „ჯორჯია ტრანსის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ფარტენაძე. ამ კომპანიაში 500-მდე მიკროავტობუსის მძღოლი მუშაობს. 500-ვეს გამოკრული აქვს განცხადება იმის შესახებ, რომ „პირველი იანვრიდან მგზავრობის ტარიფი 70 თეთრი იქნება“. მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ტარიფს საკრებულო განსაზღვრავს, მაგრამ ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულო ვერ იკრიბება. ამ ვითარების მიუხედავად, მძღოლებს …

ბათუმში მძღოლებს ჭარბი ოდენობით მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმებენ – COVID19

ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებს მერია გააფრთხილებს მგზავრთა ჭარბი ნაკადის გადაყვანის გამო. მგზავრების ჭარბი ნაკადის გადაყვანა განსაკუთრებით საღამოს და პიკის საათებშია, განსაკუთრებით კი, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში. ბათუმის მერიის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, მიკროავტობუსში იმდენი მგზავრი უნდა იყოს, რამდენი სკამიცაა, მძღოლების უმეტესობა კი ამ რეგულაციებს ხშირად არ იცავს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს დღეს, 10 …

საკრებულოს კომისიის დასკვნა: მიკროავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

საკრებულოს კომისიის დადგენილების პროექტის მიხედვით, მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ ამ საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. ფასის მომატებაზე დღეს, 17 იანვარს, საფინანსო-ეკონომიკურმა და ინსფრასტრუქტურის კომისიებმა გაფართოვებულ სხდომაზე იმსჯელეს. კომისიებმა სატრანსპორტო კომისიების მიმართვა განიხილეს, სადაც მოქმედი ტარიფის გაანგარიშება და მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდა იყო მოთხოვნილი. საკითხის შესწავლაში ჩართულები იყვნენ მერიის ტრანსპორტის განყოფილების …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა

ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი …

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. მიკროავტობუსების მონიტორინგს, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ. მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის. ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან არამყარად დამაგრებული. ამავე …

Exit mobile version