ნაძვის ხე ვანდალურად დააზიანეს – მერია

ბათუმის ცენტრალურ ნაძვის ხეზე განათებების ნაწილი დაზიანდა. მერიაში განაცხადეს, რომ განათებები ვანდალურად დააზიანეს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქის საკუთრებას. „ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის განათებებისა და მორთულობები ვანდალურად დააზიანეს. ნაძვის ხის დაზიანებული მონაკვეთი უკვე აღდგენილია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ქალაქის საკუთრებასა და მორთულობებს, რომელიც ქმნის სადღესასწაულო განწყობას“-ამბობს მერია. ბათუმის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. წელს …

მოწმდება სხვა კორპუსების მდგრადობაც – მერია

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე კორპუსებს ექსპერტიზა უტარდება. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, მანამდე მიმდებარე კორპუსებში მოქალაქეების დაბრუნება აკრძალულია. „სადარბაზოებს პოლიცია აკონტროლებს“, – ამბობენ მერიაში. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შვიდსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის, 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩამონგრეულია ერთ-ერთი მომიჯნავე სადარბაზოს კედელიც, რომლის აღდგენა …

ბულვარში „ანბანის კოშკის“ მოიჯარემ ტერიტორია შემოღობა – რას ფიქრობენ მერიაში

ბათუმში „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორია ობიექტის მფლობელმა რკინის ღობით შეღობა. კოშკის დაცვის სამსახურის განმარტებით, რკინის ღობის შემოვლების მიზეზი ის არის, რომ შემაღლებულ ადგილს ბავშვები სკეიტბორდით სასრიალოდ იყენებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ანბანის კოშკს“ მართავს კომპანია შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტი“, რომლის დირექტორი და 33%-ი წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილია. „ანბანის კოშკის“ წინ, როგორც ხედავთ, დამონტაჟებულია ერთი …

ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადება

დღეს ბათუმის მერმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, უხვი ნალექისა და თოვლის შემთხვევაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ. გასულ წლებში დიდთოვლობის გამო, გარკვეული პერიოდით ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თოვლის გამო დაზიანდა სადენებიც და მცენარეებიც. დღეს, 22 …

ვინ ისარგებლებს მერიის საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამით

ბათუმის მერია  საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა წელს გაფართოვდა და პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიც ისარგებლებენ.   პროგრამა თორმეტდღიან სარეაბილიტაციო კურსს მოიცავს და ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამის ბიუჯეტი 304 ათას 170 ლარია, მასში 584 ადამიანი ჩაერთვება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: · სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების (ხუთი და მეტი შვილი), შშმ პირებისა და ომში დაზარალებულ პირთა რეაბილიტაცია ურეკში; · მცირე ტიპის საოჯახო …

რეორგანიზაცია ხულოს მერიის სამსახურებში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. გაჩნდა ვაკანტური თანამდებობები, რომელთა დასაკავებლად ჯერჯერობით კონკურსი გამოცხადებული არ  არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეიცვალნენ სამსახურების უფროსები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამსახურების უფროსები არ შეცვლილან. ხულოს მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა – ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა …

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 17 მაისს, 19:00-დან 23:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ბათუმში,  მემედ აბაშიძის გამზირზე. ამის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოეწყობა ფლეშმობი და სხვა ღონისძიებები. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეტება 26 მაისის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ვაჟა-ფშაველას ქუჩა – …

ორი დღე უფასოდ ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღი 1 და 2 იანვარს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს

სატრანსპორტო  სერვისების განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში ცხრა მილიონ  347 ათას 500 ლარი გაითვალისწინა. აქედან 6,5 მილიონი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 1 მილიონ 891 ათას 500 ლარი კი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება. დარჩენილი თანხით მერიამ პარკირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მართვა უნდა უზრუნველყოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გამოთქვეს შენიშვნა, რომ …

გორგილაძის ქუჩაზე ხვალ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვის გამო ხვალ, 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება გორგილაძის ქუჩა მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, …

მერიის ცნობით ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება

გუშინ ღამით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა დეკორატიული ფილები, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები – “თითქმის აღდგენილია დეკორატიული ფილები, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. …

რა გადაწყდა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის შეხვედრაზე

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებისა და ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვს შეხვედრა. 21 თებერვალს საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, შეხვედრის შედეგად მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ხვალ მათი იურისტები …

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, …

ფიროსმანის სკვერში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის …

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, …

219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის

ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება. პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს …

ბონში, ბარცხანასა და გოროდოკში წყლის მიწოდება 18 საათზე აღდგება

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში – ბონის, ბარცხანისა და „გოროდოკის“ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება 27 მარტს, 18:00 საათზე. მერიის ინფორმაციით „უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, აიმღვრა მდინარეები ლეჩა და ყოროლისწყალი, რის შედეგადაც სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ ე.წ. „ძველი ქსელის” აბონენტებს“.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანაგვიანონ ქუჩები

ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში არაერთხელ დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრის ფაქტი მაშინ, როცა სანაგვე ურნებს შორის მანძილი მხოლოდ 50-100 მეტრია. ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია ურნების გაცლის პროცესი შეფერხდეს, თუმცა, გრაფიკით გათვალისწინებული შემოვლები ჩავარდნის გარეშე ხორციელდება. ქალაქის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დაცლა დღეში სამჯერ, დილის 5-დან 7 …

მძღოლებმა გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს

ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა [მერიის წინ] გადაკეტილია. საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. მძღოლები  ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა არაფორმალური ავტოსადგურის არსებობას რამდენიმე დღის წინაც აპროტესტებდნენ. დღეს ისინი კონკრეტულ მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და ამ ეტაპზე მათი მთავარი მოთხოვნა ბათუმის მერთან შეხვედრაა.

დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის

დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის  შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს.  დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ. „სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. …

ვინ გადაწყვეტს ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხს

აჭარის მთავრობის 2 სექტემბრის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ბულვარი, თავის ბიუჯეტიანად, სამართავად გადაეცემა მესაკუთრეს – ბათუმის მუნიციპალიტეტს. აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარისთვის – „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“ – 10 მილიონ 368 ათას 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადმინისტრაციისთვის კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი. ამ თანხის ათვისება ბულვარის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა. ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული …

ინტენსიური თოვის გამო ბათუმში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა. ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირზე ისაუბრეს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. ბათუმის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს. …

Exit mobile version