მერია შეიარაღებული ბანდების დაწესებულება არ არის – ენმ ბათუმის მერს რეაგირებას სთხოვს

ბათუმის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილისა და ბიზნესმენის დაპირისპირებას გამოეხმაურნენ. ისინი შესაბამის რეაგირებას ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს სთხოვენ. „სამწუხარო და ამავდროულად უბედურებაა ის, რომ მერიის თანამშრომლები უკვე, ლამის დეშეკათი დარბიან, იმისთვის, რომ ქალაქში ზედამხედველობის სამსახურმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. მერის ასე ჩუმად ყოფნა და დუმილი ნიშნავს იმას, რომ მას უფლება …

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე. ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. „დამინახა …

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი იარაღით დაემუქრა – გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში შემთხვევაზე, რაზეც ბათუმელი ბიზნესმენი, მერაბ ფარტენაძე საუბრობს. ბიზნესმენის თქმით, მას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. ბიზნესმენი ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზეა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის განმარტებით, „აეროპორტის გზატკეცილზე 259ბ-ში პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა …

რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს

„არ ვიცი, ნამდვილად კანონიერი ქურდი „ენცო“ იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მემუქრებიან და პოლიცია რეაგირებას არ ახდენს“, – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის სუპერმარკეტების ქსელის „ფარფურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მაღაზიებშიც 3 ივნისიდან პერიოდულად ხანძარი ჩნდება. „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ხანძარი 9 ივნისს გაჩნდა. დღეს, 11 ივნისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის …

დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქტი – ფარნავაზ მეფის N139-ში მარკეტი „ფარფური“ გაიხსნა

ახალი, რიგით მეორე მარკეტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის 139 ნომერში მდებარეობს. „ფარფური“ მომხმარებელს თავს პროდუქციის ხარისხითა და დაბალი ფასებით ამახსოვრებს. მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ყველაფერი, რაც მარკეტზე ფიქრისას თავში გაგიელვებთ.  „ფარფურის“ მარკეტები იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ღარიბებს პურს უფასოდ აძლევენ. საყოველთაო იზოლაციის დროს, მარკეტებმა 70 …

მერაბ ფარტენაძე: ფარნავაზ მეფის 139-ში სახლის აშენება სოციალური პროექტი იყო

მერაბ ფარტენაძემ ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის #139-ში, შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობა დაასრულა. ეს ობიექტი მერაბისთვის არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი – შპს „პოლუსის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, 59 ოჯახი ათი წელი ელოდა… გარდა ამისა, მერაბ ფარტენაძის კომპანიას  ბათუმში აქვს 4 მიმდინარე პროექტი, აშენებს თბილისსა და ბაკურიანშიც. მერაბი ათ წელზე მეტია, რაც  ბიზნესშია. …

Exit mobile version