2 კაპიტანი ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში დააჯილდოვეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პირები. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ლალი ხვედელიძე ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ილგარ ალი ზადე არჩილ ინასარიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ალი სარიშვილი, უფროსი მექანიკოსი ანატოლი სიხარულიძე, უფროსი მექანიკოსი სოსლან ჩხაიძე ეკა ბარამიძე ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული …

საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია – ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში 18 ათასზე მეტი მეზღვაურია – ეს რიცხვი დასახელდა დღეს, ბათუმში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. აქვე ითქვა, რომ ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება და ეს რიცხვი იზრდება. დღეს სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ბათუმში დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილის 9 საათზე, ბათუმის საზღვაო აკადემიიდან სტუდენტთა მსვლელობით დაიწყო, სასულე ორკესტრის თანხლებით. მსვლელობა ნამისადგომზე დასრულდა, სადაც საზეიმო ცერემონია და სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. დღეს, საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები ალექსანდრე ცეცხლაძე, ავთანდილ ქვარიანი, დურსუნ ცინცაძე. ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს: ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა …

ბათუმში 25 ივნისს მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ – დაიხარჯება 345 ათასი ლარი

საზეიმო მსვლელობა დილის 10 საათზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან დაიწყება და რუსთაველის ქუჩის გავლით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან დასრულდება. დილის 11-დან 12-საათამდე პერიოდში კი, მე-10 ნავმისადგომთან დაგეგმილია ოფიციალური ღონისძიებები [გახსნის, დაჯილდოებისა და გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია]. ღონისძიებების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, რომლის ინფორმაციით, „საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 25 ივნისს ყოველწლიურად მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული მსვლელობის გარეშე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, საქართველოში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ბათუმის ქუჩებში საზღვაო სასწავლებლების სტუდენტები საზეიმო მსვლელობას აწყობდნენ. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს დღე საზეიმოდ არ აღინიშნება. „მეზღვაურები საზღვაო სფეროს მამოძრავებელი ძალაა და მათი წვლილი გლობალურ ეკონომიკაში ძალიან დიდია. პანდემიის გამო შექმნილ უპრეცედენტო ვითარებაში სწორედ მეზღვაურების გამძლეობის, მოთმინებისა და ერთგულების წყალობით მსოფლიო ლოჯისტიკური …

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ – მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა გამართეს. ოფიციალური ცერემონია ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიმართა.  მეზღვაურებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. საპატიო ჯილდოები გადასცეს იმ კაპიტნებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს. განსაკუთრებული გამძლეობისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო ლიბიის ციხიდან გათავისუფლებულ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს …

„ანრი“ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

„დღეს საქართველოში 18 ათასამდე მეზღვაურია რეგისტრირებული. ეს ის ხალხია, რომლის შრომის შედეგად ქვეყანაში თითქმის მილიარდი ლარი შემოდის. ეს დიდი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგია. ქართველი მეზღვაურები, კაპიტნები და მექანიკოსები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ საზღვაო სფეროში და მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მიხარია, რომ მე, როგორც ამ დარგის ერთერთ ხელმძღვანელს, წვლილი მაქვს შეტანილი საქართველოს საზღვაო განათლების საერთაშორისო …

ბაგა-ბაღი “მადაგასკარი” მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ

“მადაგასკარი” გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს! მშვიდობიან დაბრუნებას და ზურგის ქარს გისურვებთ !

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში კაპიტნები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა  მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობამ ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლა, სადაც მეზღვაურებსა და სტუდენტებს მეზღვაურის დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. დღეს რამდენიმე კაპიტანს საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდა ბათუმის ნასადგურის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თემურ გადელია, რომელიც არის ღირსების ორდენის კავალერი და წლების განმავლობაში ეწევა საგანმანათლებლო …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზღვაო სასწავლებლების კურსანტების მსვლელობითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საზეიმო მსვლელობა ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყო, კურსანტები ამ ადგილიდან ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომისკენ გაემართნენ, სადაც მეზღვაურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიულოცავენ პროფესიულ დღეს. დღესვე გაიმართება წარმატებული მეზღვაურების დაჯილდოების ცერემონია, ზღვაში გვირგვინის ჩაშვება [გარდაცვლილ მეზღვაურებზე პატივის …

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში – 25 ივნისის ღონისძიებების პროგრამა

25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეკრებით და მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობით დაიწყება. საზეიმო მსვლელობა კოლონადებიდან 10:30 საათზე დაიწყება. ღონისძიება გაგრძელდება ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან: [checklist] 11:30 – 12:15 – ოფიციალური მისალმება, საზეიმო მილოცვა [საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე; 12:15 – 12:20 – ნავსადგურის სახელმწიფო …

ნიაზ დიასამიძე და 33ა ბათუმში 18 750 ლარად იმღერებს – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის 25 ივნისს ბათუმის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები, რომელთა დეტალებს აზუსტებენ, დასრულდება ევროპის მოედანზე კონცერტით, „რომელსაც გამართავს შემსრულებელი და სიმღერის ავტორი ნიაზ დიასამიძე“. „ნიაზ დიასამიძეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირებული აქვს საავტორო ქონებრივი უფლებები მუსიკალურ ნაწარმოებზე – სიმღერა მეზღვაურებზე [იგივე მეზღვაურების ჰიმნი], ამიტომ …

ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქართველი მეზღვაურები დააჯილდოვეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო დააწესა, რომელსაც ყოველ წელს გადასცემს მეზღვაურებს ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. „17 აპრილს იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, შუა ზღვაში, …

ეკონომიკის მინისტრი მეზღვაურებს: ჩვენ გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი შრომა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურებს საერთაშორისო, პროფესიული დღე მიულოცა. „2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე – 25 ივნისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან მილიონ ნახევარი მეზღვაური დღეს მსოფლიოში ახორციელებს თავის საქმიანობას და ეს ის ადამიანებია, რომლებიც გადაზიდავენ მსოფლიოში წარმოქმნილი ტვირთის 90 …

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 13:00 საათზე ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობაა დაგეგმილი. საქართველოში ყველა სასწავლებელი, სადაც საზღვაო პროფესიები ისწავლება, ბათუმში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე დაახლოებით ათას ხუთასი სტუდენტი სწავლობს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტზე – 359 სტუდენტი, ბათუმის საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ …

საქართველოში 9 500 მეზღვაურია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ 9-10 საკრუინგო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობა,  მეზღვაურთა დასაქმების სტატისტიკა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2016 წელს დასაქმებული იყო 3928 მეზღვაური; 2015 წელს – 3677 , 2014 წელს კი – 3193 მეზღვაური. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2013 წლიდან 2017 …

ბოტანიკური ბაღი ევროპის მოედანზე მცენარეებს გაყიდის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სარეალიზაციო მცენარეები გამოიფინება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ევროპის მოედანზე  შეიძინონ შემდეგი სახეობის მეცნარეები –  ჰორტენზია, ჭანჭყატი, ნეკერჩხალი, მაგნოლია, გარდენია, პალმა ბუტია კაპიტატა, პალმა – ვაშინგტონია, პალმა – ფინიკი, ტენსტროემია, ბიოტა (აღმოსავლური ტუია), როზმარინი, გაურა, კალისტემონი, მორცხვი მიმოზა, ოქროსფერი ტუია და …

როგორ აღნიშნავენ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს

კვირას, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ბათუმში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. 09:45 – შეხვედრა ექვსი მაისის პარკთან; 10:50 – მსვლელობა, იუნკერების საფლავის გვირგვინით შემკობა და მოწყობა მეათე ნავმისადგომზე; 11:55 – საპატიო სტუმრების სიტყვით გამოსვლა; 12:20 – ჯილდო საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 13:00 – ბათუმის სახელმწიფო აკადემიისკენ მსვლელობა; 15:00 – WISTA Georgia – სსიპ …

მეზღვაურთა დღე ბათუმში

დღეს, 25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გაიხსნა ბათუმის საზღავაო აკადემიის ორი ახალი აუდიტორია. ადუდიტორიები იაპონური კომპანია ,,FURUNO”-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. „საქართველოში 9 ათასამდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა …

Exit mobile version