რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო კიდევ ორი ორგანიზაციისგან ითხოვს პერსონალურ ინფორმაციას

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლაც. ორივე ორგანიზაციას სასამართლოს დადგენილება 19 ივნისს ჩაჰბარდა. მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. „19 ივნისს მედიის განვითარების ფონდს ჩაჰბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური …

მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი მონაწილეებს ელის!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად. 4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან.  საზაფხულო ბანაკი …

44.3 პროცენტს ყალბი ინფორმაცია გაუზიარებია – მედიაწიგნიერების ფორუმი დასრულდა

27 ოქტომბერს ყოველწლიური მედიაწიგნიერების ფორუმის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მედიაწიგნიერების ფორუმი მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ იყო ორგანიზებული და ის UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ფორუმზე მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმების თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციაც გაიმართა. მისი მიზანი მედიის მოხმარების ჩვევებისა და მოსახლეობის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობის შესწავლა იყო. კვლევის ფარგლებში 140 რესპონდენტი გამოკითხეს საქართველოს 7 ქალაქიდან: ახალქალაქი, ბათუმი, გარდაბანი, ზუგდიდი, …

დოქტორ ფეიკი — სახალისო თამაში მედიაწიგნიერების ქალაქის გადარჩენისთვის

მედიაწიგნიერების ქალაქს საფრთხე ემუქრება! მას დოქტორ ფეიკი ოთხ ბოროტმოქმედთან ერთად დაესხა თავს. მისი დამარცხება მხოლოდ შენ შეგიძლია! დოქტორ ფეიკი შემეცნებითი-გასართობი ტიპის თამაშია, რომელიც Deep Fake-თან, ყალბ ამბებთან და ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მათი გამოვლენის ინსტრუმენტებს აერთიანებს. სახალისო თამაშში დოქტორ ფეიკის მხარდამჭერების — დიპფეიკის, ტროლის, კლონისა და ფიშერის დამაბნეველ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ. ბოროტმოქმედებს სუპერგმირის დახმარებით ვებრძვით და …

ხოშტარია და სხვები – ქალი პოლიტიკოსები, ვისაც ყველაზე ხშირად ესხმოდნენ თავს სოცმედიაში – კვლევა

რა ნიშნით ესხმოდნენ თავს სოციალურ მედიაში ქალ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში, დარღვევების რა სისტემური თავისებურებები გამოვლინდა, ვინ მიმართავდა ყველაზე ხშირად სექსისტური სიძულვილის ენას და რომელი ქალი პოლიტიკოსები ხდებოდნენ უმრავლეს შემთხვევაში მორალური, გონებრივი თუ გარეგნული ნიშნით თავდასხმის სამიზნეები. ამ და სხვა კითხვებს ამომწურავად პასუხობს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში: „სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“. 28 იანვარს სწორედ ამ …

როცა არჩევნების წინ სოციალურ მედიაში დისკრედიტაციის სამიზნე პოლიტიკოსი ქალია

წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკოსების აქტიურობა იზრდება და მათი განცხადებების გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელში იმატებს, ქალი პოლიტიკოსები დისკრიმინაციული კამპანიების სამიზნეები უფრო ხშირად ხდებიან. სწორედ ამ კამპანიებს და ქალთა რეპრეზენტაციას აკვირდებოდა მედიის განვითარების ფონდი და კვლევის შუალედური შედეგებიც გამოაქვეყნა. კვლევა, სახელწოდებით “სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში” 3- თვიანი მონიტორინგის (4 …

6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს

COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის …

როცა ანტისხეული “აგენტს” ცნობს ანუ რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ

ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს და გამარჯვების შემდეგ, სპეციალურ Y ფორმის ცილებს, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) გამოიმუშავებს. ანტისხეული ანტიგენს ისე ერგება, როგორც გასაღები – კლიტეს. ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, იგივე ინფექციის განმეორების …

დარეგისტრირდი სემინარზე და ისწავლე ყალბი ინფორმაციის გადამოწმება

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების  სერიას “გაზომე სიმართლე”. [checklist] გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო? იოლად შეძლო ინტერნეტტროლების ამოცნობა? [/checklist] მაშინ, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა ჩვენს სემინარებში შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Z7bPaE სემინარს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან. ღონისძიებები აჭარასა და გურიაში 14-16 …

Marika Wveraidze – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ტროლი [კვლევა]

მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 8 აპრილს, გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით – „სახელისუფლებო ტროლები TBC-ის, არასამთავრობოების და მედიის წინააღმდეგ“. კვლევის მიხედვით, „გამოვლინდა ფეისბუკის 15 პროფილი, რომელიც სხვის იდენტობას იპარავს. 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმარებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა …

საკონსტიტუციოს მოსამართლე: რა გამოდის, სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატულია?

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ  24 მარტს დაასრულა არსებითი განხილვა სარჩელის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ნებისმიერ მოქალაქეს საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობის უფლება მიეცემა. დღევანდელი მდგომარეობით, მოქალაქე სასამართლოს  გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაეცნოს, თუკი მხარეები [მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურორი და ადვოკატი] თანახმა იქნებიან, გასაჯაროვდეს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში, თუკი ის მოქალაქეს გადმოეცა, დაშტრიხული …

Exit mobile version