რას პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეებს, რომელთა სახლი ადიდებულმა მდინარემ დააზიანა

2022 წლის პირველ ოქტომბერს ადიდებულმა მდინარე ბარცხანამ, ბათუმში, ბაქრაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა, მისი ნაწილი კი წაიღო. ამ დროიდან სიხარულიძეების სამი ოჯახი ქირით ცხოვრობს, ქირას მერია იხდის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სტიქიის შემდეგ სახლის მდგომარეობა მერიის დაკვეთით შეისწავლა და მისი ექსპლუატაცია დაუშვებლად მიიჩნია. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და შენობის შესაბამისი კონსტრუქციული პროექტით …

„ბარცხანის ნაპირგამაგრება გასახლების გარეშე შეუძლებელია“ – რაში ხარჯავს მერია 1,8 მილიონს

ბათუმში, ბაქრაძისა და ნონეშვილის ქუჩების მიმდებარედ, მდინარე ბარცხანაზე ნაპირსამაგრის მოსაწყობად მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების სავარაუდო/სატენდერო ღირებულება 1,8 მილიონი ლარია. „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით აღმოაჩინა, რომ  ვერ მოხერხდა ისეთი კონსტრუქციის დაპროექტება, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს წყალმოვარდნისგან დაიცავდა. მიზეზი ის არის, რომ ასეთი კონსტრუქცია რომც დაპროექტდეს, ის მდინარის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე მდებარე შენობა-ნაგებობების …

მდინარე ბარცხანა გალურჯდა – სავარაუდო ქიმიური დაბინძურება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში მდინარე ბარცხანამ მინიმუმ ორჯერ მიიღო ლილისფერი. მდინარე სავარაუდოდ ქიმიური ნარჩენებისგან არის დაბინძურებული. მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქარხანა და მშენებარე ობიექტია. როგორც მდინარესთან მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, გიორგი სიხარულიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მდინარის ფერისცვლილება მან უკვე მეორედ დააფიქსირა. „გოგოლის ქუჩიდან ბაქრაძის ქუჩის მონაკვეთამდე შევნიშნე ეს ცვლილება. მდინარე არის მთლიანად ლილისფერი. არა მგონია, რომ …

სახლები ბათუმში, რომლებიც მდინარეს მიაქვს

„სპეციალისტებიც არ მოსულან ჯერ, რომ შეესწავლათ რა დღეშიც ვართ,“ – ამბობს მურმან აბუსელიძე, რომლის სახლსაც მდინარე ბარცხანამ საძირკველი თითქმის გამოაცალა. ამ მდინარის ჩაყოლებაზე, გოროდოკის უბანში, სხვა სახლებშიც აღარ აპირებენ ღამის გათევას. აქ 6 ოჯახს ელოდება საფრთხე. მდინარე ბარცხანის ქვედა ნაწილში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები 5 ოჯახი კი, დაახლოებით ერთი წლის წინ გაიყვანეს ქირით. „გვიანი ღამე იყო, …

ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს

მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა. იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო  საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი. „ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი …

Exit mobile version