მაჭახელას რკინის ხიდს და რიყეთის საგზაოს სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა მდინარე მაჭახელას რკინის ხიდსა და სოფელ რიყეთის საგზაოს სახლს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2023 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა. ბრძანების მიხედვით: მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი – მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაჭახლისპირი; სახეობა: საინჟინრო; თარიღი: XIX საუკუნის დასაწყისი სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი – მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტი, სოფელი …

92 წლის მეფუტკრის ცხოვრება პანდემიაში | ვიდეო

დილით ადრე იღვიძებს, ჯერ ყავას ან ჩაის სვამს, შემდეგ კი ფუტკრებთან მიდის. 92 წლის ხალით ქოქოლაძე დიდი ხანია, რაც მეფუტკრეობას ეწევა. მისი ყოველი დილა სკების დათვალიერებით იწყება, ეს საქმე არც პანდემიის დროს შეუწყვეტია და არც მაშინ, როცა კორონავირუსი გადაიტანა. „კორონავირუსი მეც გადავიტანე, მაგრამ არ გამჭირვებია. მხოლოდ ორი გადასხმა გამიკეთეს, მითხრეს ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. ჩაკეტილები ვიყავით, …

„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირას საცხოვრებელი კოტეჯები შენდება. კოტეჯებს სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებენ. მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია. კოტეჯების მშენებლობასთან ადგილობრივებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე ბევრჯერ უნახავთ. ამას ჩინოვნიკიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კოტეჯები მისი არ არის. ამავდროულად, ჩინოვნიკი უკანონო მშენებლობას არ …

მაჭახლის ხეობას დაცული ლანდშაფტის სტატუსს ანიჭებენ

მაჭახლის ხეობის სოფლებს დაცული ლანდშაფტის სტატუსს მიანიჭებენ, ამ საკითხით საქართველოს პარლამენტს აჭარის უმაღლესი საბჭო მიმართავს. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შესაბამისი პროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს, ხვალინდელი პლენარული დღის წესრიგის საკითხებში მის შეტანას. საკითხი ბიუროს სხდომაზე აგრარული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ წარადგინა. მაჭახლის ხეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

მაჭახლის ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი და ახალი შენობები ჩხუტუნეთში – კონკურსი პროექტზე

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში დაგეგმილია მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა, ხოლო სოფელ ზედა ჩხუტუნეთში – სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა. ზედა ჩხუტუნეთში არსებული „კულტურის სახლი“ დაიშლება და ახალი, თანამედროვე საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ობიექტი აშენდება; დაიშლება სოფლის ცენტრში განთავსებული შენობებიც და ახალი სავაჭრო-მომსახურების ობიექტები აშენდება. სამუშაოები მაჭახლის ეთნოსოფლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება. სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის, ასევე, …

ეკომეგობრული მცირე ჰესის პროექტი სოფელ ქედქედში

მაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედში კომპანია “ბიჯი თრეიდი” მცირე სიმძლავრის ეკომეგობრულ ჰესის აშენებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ბუნებრივია ჩნდება არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოსისტემას, სოფელს ან რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა? სწორედ, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის …

“სიტყვის კაცები” – აჭარაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობის წევრები  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, დღის 12 საათზე შეიკრიბნენ. “სიტყვის კაცებში” მაჭახლის ხეობის ყველა ასაკის მცხოვრები გაწევრიანდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოქალაქეები ამ ფორმით ხეობაში შესაძლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც “სიტყვის კაცების” აქტივისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის –  ზედა ჩხუტუნეთის, …

მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ …

შენი საზაფხულო მარშრუტი – „მაჭახელას თოფის“ გზა  

„მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ მაჭახელას განთქმული თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები. თუ „თოფის …

„ეს მტვერი კი არა კვამლია“ – მაჭახლის ხეობასთან მოსახლეობამ გზა გადაკეტა

9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს. „ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა …

„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის

„მაჭახლობა 2017“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“-ს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა. ,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახლობა. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. შარშან წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი „საპატიო მაჭახელელი“. როცა ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა, ეხება ასევე მაჭახელას ხეობას, …

სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში შესახლდა

ირაკლი სუკოლნიკოვი ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში 29 მაისს შესახლდა. სკოლა, როგორც ირაკლი სუკოლნიკოვი ამბობს, არ ფუნქციონირებს. ამ წუთებში სკოლის შენობაში პოლიციაა მისული, რომელიც უნებართვოდ შესახლებულ ოჯახს შენობის დატოვებასთან დაკავშირებით ხელწერილს აწერინებს. „პოლიცია იმყოფება აქ და გვაწერინებს ხელწერილს რომ შენობა მინიმუმ ერთ კვირაში დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა …

მაჭახლის ხეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

სოფელ ჩიქუნეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან. მაჭახლის ხეობის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოთხოვნით 12 აპრილს მორიგ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ განაცხადა. იმავე დღეს მოსახლეობა „მაჭახლის განვითარების ფონდის“ დაფუძნებასაც აპირებს. „პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხი მარტის დასაწყისში, რომ კონტროლზე აიყვანენ ამ საკითხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენი მოთხოვნა „მთის კანონიდან“ გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, …

მაჭახლის „სახალხო კრება“ ხეობისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

დღეს, 17 თებერვალს, მაჭახლის ხეობაში, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრება“ გამართა. ხეობაში მდებარე ცხრა სოფლის მოსახლეობა სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობამ „კრებაზე“ აჭარის მთავრობაც მიიწვია, თუმცა, როგორც მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მოსახლეობასთან შეხვედრას უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესწრებოდა. „ხალხს აინტერესებს, თუ რა არის მიზეზი, რომ ჩვენი სოფლები არ მოხვდა მაღალმთიან დასახლებათა სიაში; რას …

Exit mobile version