„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე. დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები …

მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები – ხელვაჩაურის მერია

წვიმის შედეგად ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები, დაზიანებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, გზები. „ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ დღეს, 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადების მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არიან და გაწმენდითი სამუშაო დაიწყო.

ცნობისმოყვარე კვერნა მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]

დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას ბინადარი კვერნის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეს ფოტოხაფანგში კვერნას პირველი გამოჩენაა: “თვითიზოლაციაში ყოფნისას ჩვენი გამხიარულება გადაწყვიტა და სელფს გვიგზავნის. ეს მისი პირველი სოციალური აქტივობაა, გავამხნევოთ ბევრი მოწონებით და სტიმული მივცეთ შემდეგი ფოტოების გასაზიარებლად,” – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო. საქართველოში კვერნა ფართოდ არის გავრცელებული, მათი უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, …

მაჭახელას ხეობაში მეტალურგიული კერების გამოვლენა-კვლევის სამუშაოები ჩატარდება

აჭარის მეტალურგიული კერების არქეოლოგიური კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მდინარე მაჭახელას ხეობაში გარკვეული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 16 946 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, აჭარის მეტალურგიული კერების გამოვლენისა და კვლევისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები: [checklist] მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროს კლდოვანი ქანების გაწმენდა მცენარეული საფარისა და ეკალ-ბარდისაგან; …

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის [განვითარების გეგმა-კონცეფცია] შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2018 წელს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 700 ლარი იყო. დღგ-ს ჩათვლით კი, ხელშეკრულება, კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე გაფორმდა. კომპანიას სრული თანხა – 454 300 ლარი, სამინისტრომ ავანსად გადაუხადა. ხელშეკრულებით, „არტსტუდიო-პროექტს“ კონცეფცია [საბოლოო დოკუმენტაცია] სამინისტროსთვის 2019 წლის 21 …

“სიტყვის კაცები” – აჭარაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობის წევრები  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, დღის 12 საათზე შეიკრიბნენ. “სიტყვის კაცებში” მაჭახლის ხეობის ყველა ასაკის მცხოვრები გაწევრიანდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოქალაქეები ამ ფორმით ხეობაში შესაძლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც “სიტყვის კაცების” აქტივისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის –  ზედა ჩხუტუნეთის, …

მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ …

მაჭახლის ხეობის 9 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მაჭახლის ხეობის სოფლების მოსახლეობამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. პრემიერის პრესსამსახურის …

ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“ „ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი …

მაჭახელას თოფის ისტორია

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე …

აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ


<!** Image 1 align="middle" alt="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" sub="შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ" width="600" height="576" >




მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში  საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ.   მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.

 

 

 

 

 

აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:

 

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.

 

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.

 

ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.

 

ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც  წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

 

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.

Exit mobile version