„ეს ხეობა მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის, როცა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ მზად მათ დასახვედრად. ერთი ტუალეტიც კი არ არის სოფელში და ტურისტებს აქეთ-იქეთ უწევთ სირბილი. ტყეში კი ბილიკები თითქმის წაშლილია“, – ამბობს რევაზ კახიძე, სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები „ბათუმელებთან“. მაჭახელას ეროვნული პარკი სოფელ ჩხუტუნეთიდან კილომეტრ-ნახევარში იწყება. სოფელს ამის გამო ბევრი …
Tag Archives: მაჭახელას ეროვნული პარკი
როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ
როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა. თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი …
Continue reading “როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ”
მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოში, მონადირე ძაღლების მიერ გამოდევნილი შველი ადგილობრივმა მოსახლემ გადაარჩინა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შველი მაჭახელას ეროვნულ პარკში გაუშვეს.
მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს
მაჭახელას ეროვნულ პარკში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი და მიმინო გაუშვეს. როგორც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმინო და შველი ადგილობრივებმა მდინარეში იპოვეს. მათ მცირე დაზიანებები ჰქონდათ, „ადგილობრივები ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ჩაერთო დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოც, უმკურნალეს შველს და მიმინოს და შემდეგ გაუშვეს პარკში,“- გვითხრეს ზედამხედველობის დეპარტამენტში. მაჭახელას ეროვნული პარკი აჭარაში, მდინარე მაჭახელი ხეობაში, 8 733 …
Continue reading “მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი და მიმინო გაუშვეს”
ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე
საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან ყველაზე მეტი მნახველი, 2019 წლის პირველ ნახევარში, პრომეთეს მღვიმეს ეწვია – 74 289 ვიზიტორი იანვრიდან-ივნისის ჩათვლით პერიოდში. დაცული ტერიტორიის სააგენტოს მონაცემებით, 20 დაცული ტერიტორიიდან, ამავე პერიოდში, ვიზიტორთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მტირალას ეროვნული პარკი – 25 616 ვიზიტორით; მეთორმეტე ადგილზეა ქობულეთის დაცული ტერიტორიები – 5 229 ვიზიტორი; მეთხუთმეტე ადგილზე მაჭახელას ეროვნული პარკი – …
Continue reading “ყველაზე მეტი მნახველი პრომეთეს მღვიმეში – ვიზიტორთა სტატისტიკა დაცულ ტერიტორიებზე”
მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]
31 ივლისს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს. „როგორც ვიცი, ეს შველი ძაღლების მიერ იყო გამოდევნილი სოფელ თხილნარის ტერიტორიიდან, სადაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ ზედამხედველობის სამსახურს და შემდგომ მოხდა დაცულ ტერიტორიებზე გაშვება“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა. ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს …
Continue reading “მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტო]”
მურა დათვი მაჭახელას ეროვნულ პარკში
მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა. მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.
შვლები მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]
მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა შვლები დააფიქსირა. მაჭახელას ეროვნულ პარკში ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული ცხოველები: მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში რამდენიმე ფოტოხაფანგია. ვრცლად ამ თემაზე: სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს
მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტოამბავი]
დღეს, 21 მარტს, აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის, გიორგი ქურიძის თქმით, შველი გარემოსდამცველებმა სოფელ ახალშენიდან მოიყვანეს: „სოფელ ახალშენში დაფიქსირდა ცხელ ხაზზე ზარი, ადგილობრივმა იპოვა ეს შველი, დიდი ალბათობით მონადირის ან სოფლის ძაღლების მიერ იქნა ტყიდან გამოდევნილი და დაცულ ტერიტორიებზე გავუშვით,“ – ამბობს …
Continue reading “მაჭახელას ეროვნულ პარკში შველი გაუშვეს [ფოტოამბავი]”
$1.3 მილიონის პროექტი – რა სარგებელი ნახეს მაჭახელაში განახლებადი ენერგიების დანერგვით
გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, მაჭახლის ეროვნულ პარკსა და მიმდებარე სოფლებში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა. პროექტის შედეგად ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში გამოიცადა და დაინერგა განახლებადი ენერგიის გამოყენება. „ამ პროექტის მთავარი აზრი იყო ის, რომ პარკის განვითარებით კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი ენახა ადგილობრივ მოსახლეობას,“ – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, სოფო ჭიჭინაძე. …
მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის
მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ …
საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე #820210618002246091(2-07) 08.01.2018, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო ქონების უპატრონოდ გამოცხადების თაობაზე. უპატრონოდ საცნობი ქონებაა 295 ცალი წაბლის სახეობის ფიცარი, საერთო მოცულობით 14,36 კუბური მეტრი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება პრეტენზია ჰქონდეთ უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, თავიანთი უფლებების შესახებ უნდა განაცხადონ პუბლიკაციის დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …
Continue reading “საჯარო შეტყობინება წაბლის ფიცრების უპატრონოდ ცნობაზე”
„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის
„მაჭახლობა 2017“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“-ს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა. ,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახლობა. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. შარშან წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი „საპატიო მაჭახელელი“. როცა ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა, ეხება ასევე მაჭახელას ხეობას, …
Continue reading “„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის”
საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …
Continue reading “საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე”
სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, ბათუმიდან მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. პარკში ახლა ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის აჭარის ველური ბუნების დათვალიერების მსურველებს, მოინახულონ პარკი. მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები – ეს არის ის, რის …
Continue reading “სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს”
ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“
„საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობია“ – პრინციპით, უჩვეულოდ ადრე ვიღვიძებ და ვემზადები, რომ ვნახო „მწვანე სამოთხე“, რომელზეც ამდენს ყვებიან. დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკში მივდივარ. ფოტოებს დიდი ხანია ნაკლებად ვენდობი, თან მაღალმთიან აჭარაში დაბადებულ-გაზრდილს მთებით გააკვირვებ?! ბათუმიდან ორმოცი წუთი მანქანით და სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ხარ. ეროვნული პარკი წელს პირველად მასპინძლობს ვიზიტორებს, …
Continue reading “ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“”
ფოტორეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან
რეპორტაჟი მაჭახელას ეროვნული პარკიდან: ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“