მალხაზ რეხვიაშვილმა აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC] მალხაზ რეხვიაშვილის სახელით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მალხაზ რეხვიაშვილი საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების ყოფილი თანამშრომელი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეა. იგი მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. რეხვიაშვილის სამსახურიდან გაუშვეს ფეისბუქში გამოქვეყნებული, ჟურნალისტ თეონა თურმანიძის მხარდასაჭერი …

რედაქცია დირექტორის სამსახურში ანუ როგორ გააშუქა აჭარა TV-მ ჟურნალისტის გათავისუფლება

კრიტიკულად განწყობილი კიდევ ერთი ჟურნალისტის – მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლება მაუწყებელმა ასეთი სათაურით გააშუქა: – „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციის და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“. მაუწყებელმა ეს სათაური გამოიყენა მაშინ, როცა გათავისუფლებულ ჟურნალისტს და ტელევიზიის მენეჯმენტს შორის სასამართლო დავა არათუ დასრულდა, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. შესაბამისად, სასამართლოს არც ერთ ინსტანციას არ დაუდგენია ის, რაც აჭარის ტელევიზიამ …

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიის რედაქტორს ეთიკის ქარტიაში უჩივის

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ და გადაცემა „ჰეშთეგის“ ყოფილმა წამყვანმა მალხაზ რეხვიაშვილმა ტელევიზიისა და რადიოს 8-საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ქარტიის განცხადებით, მალხაზ რეხვიაშვილი დავობს მასალის სათაურზე. კერძოდ, რეხვიაშვილის განმარტებით, ახალი ამბის ტექსტი და სათაური ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საუბარია 11 მაისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის …

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე რეხვიაშვილის გათავისუფლებაზე წერს და „ოცნებას“ მიმართავს

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლებას. „გაათავისუფლეს თავისი კოლეგის წინააღმდეგ დისციპლინური სანქციების კრიტიკის გამო! „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს მალხაზ რეხვიაშვილის უსაფუძვლო გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა მაუწყებელზე“, – წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. #Georgia: fired for having …

EMC-ი მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა. „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან …

გადაცემა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის, მალხაზ რეხვიაშვილს სამსახურს სთავაზობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანს, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეს მალხაზ რეხვიაშვილს მაუწყებლიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურს სთავაზობენ. “გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო მაუწყებლიდან გაუშვეს. “პლატფორმა-სოციალური სამართლიანობისთვის” ამზადებს გადაცემა “ათვლის კუთხეს”, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია ქარჩილაძის გადაწყვეტილებით, მალხაზ რეხვიაშვილს ვუკეთებთ საჯარო შეთავაზებას, დაემატოს “ათვლის …

Exit mobile version