დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ განაცხადა დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა. მისი თქმით, სკოლის დირექტორმა სასწავლო რესურსების გამოყენების დროს დაარღვია კანონმდებლობა. საუბარია, სკოლის ფოიეში განთავსებულ სტენდზე, სადაც მსოფლიოს სახელმწიფოების დროშების სტიკერების გვერდით რუსეთისა და აფხაზეთის დროშის სტიკერიც იყო განთავსებული. მინისტრის თქმით, დირექტორმა სტენდზე აფხაზეთის დროშის სტიკერი განათავსა, რაც …

ქანთარიას გაზრდილი ხელფასი და ბიაფის დაფინანსება – 2 შეკითხვა აჭარის განათლების მინისტრს

„სამინისტრო მოქმედებს კანონის სრული დაცვით… ეს იყო კანონის ფარგლებში მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება,“ – გვითხრა აჭარის განთლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რატომ დანიშნა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უკონკურსოდ და ასევე, რატომ გაუორმაგა ხელფასი ნუკრი ქანთარიას, რომელიც მანამდე პარლამენტარი იყო „ქართული ოცნებიდან“? ნუკრი ქანთარია მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა კონკურსის გარეშე დანიშნა. …

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF

საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით. სოფლებში ბევრი  …

შენობის მოცულობა უჩინარდება ცის ფონზე – მინისტრის არგუმენტი ბულვარში 16 სართულის აშენებაზე

„შედარებით შორი თვალსაწიერიდან შენობის მასშტაბი მშვიდად ეწერება მრავალსართულიანი შენობების საერთო პანორამაში, რომლებიც განთავსებულია ობიექტის უშუალო სიახლოვეს, მოცულობის საერთო მასიურობას აქრობს, ფასადების ზედა ნაწილების მთლიანი შემინვა, რომელიც ცდილობს მოცულობის „გაუჩინარებას“ ცის ფონზე“, – ეს ამონარიდია აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის უარის წერილიდან, რომლითაც მან ორგანიზაციების „ბათომისა“ და EMC- ის საჩივარს უპასუხა. „ბათომი“ და EMC ბათუმის ბულვარში …

განათლების მინისტრს „ამბასადორის“ ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბულვარი

აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობა არ შეაჩერა. სამაგიეროდ ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხით დაადასტურა, რომ „ამბასადორის“ შესაძლო ფინანსური ზიანი უფრო ადარდებს, ვიდრე ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება. EMC- სა და „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილებში, სადაც ის მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში კომპანიის შესაძლო ზიანზე წუხს, გამოჩნდა მინისტრის წინასწარი განწყობაც, …

აჭარის განათლების მინისტრი კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში ღონისძიებების, საგანმანათლებლო აქტივობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის და აქტიურობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. აქტიურად მიმდინარეობს სამუზეუმო საქმიანობა და იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. თეატრებმა დაიწყეს ღია ცის ქვეშ, …

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს. „ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. …

აჭარაში 300-მდე კურსდამთავრებული სავარაუდოდ ოქროს მედალს მიიღებს

განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლის ბოლოს, აჭარაში შესაძლოა 300-მდე ოქროსმედალოსანი გვყავდეს. ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა რესურსცენტრები სავარაუდო რიცხვს მაინც ასახელებენ. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში საჯარო და კერძო სკოლების 135 კურსდამთავრებული ელოდება ოქროს მედალს, ხელვაჩაურში – 28, ქედაში – 18, შუახევში – 20, ხულოში – 35, ხოლო ქობულეთს 60-მდე ოქრისმედალოსანი შეიძლება ჰყავდეს. ზუსტდება …

Exit mobile version