გარბოდნენ და ყველაფერი დაავიწყდათ – ბალაკლეაში ოკუპანტების სამხედრო არსენალი აღმოაჩინეს

გათავისუფლებული ბალაკლეის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში, რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტს მიაგნეს. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცნობით, პუნქტში სამხედრო ტექნიკა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები აღმოჩნდა. როგორც ბიურო აღნიშნავს, საწყობში დახვდათ ათობით ყუთი საბრძოლო მასალა, სხვადასხვა კალიბრის ჭურვები, ნაღმები, ხელყუმბარები, რომლებიც რუსეთის არმიამ გაქცევისას დატოვა – ეს ყველაფერი რუს სამხედროებს სარდაფში ჰქონდათ შენიღბული. იქვე იპოვეს საკვების მარაგი, …

რუსეთის მოწინავე მე-3 კორპუსი ხარკოვში სავსე იყო ალკოჰოლდამოკიდებული მოხალისეებით – ფორბსი

უკრაინასთან ომში მოკლული და დაჭრილი 80 ათასი სამხედროსა და ათასობით განადგურებული სამხედრო ტექნიკის დეფიციტის შესავსებად, რუსეთმა ზაფხულში ახალი საარმიო კორპუსი შექმნა, თუმცა ერთი შეხედვით ძლევამოსილი დანაყოფი ხარკოვიდან გაიქცა და თავისი ძვირადღირებული ტექნიკა დატოვა – რუსეთის მე-3 საარმიო კორპუსის შესახებ სტატიას Forbes აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით, მე-3 საარმიო კორპუსი ძლევამოსილი სამხედრო ფორმირებაა, რომელიც რამდენიმე …

მოსკოვმა მარცხი აღიარა ხარკოვში და ცდილობს პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – ISW

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში და ახლა ცდილობს, მარცხზე და თითქმის მთელი ოკუპირებული ხარკოვის „დაკარგვაზე“ პასუხისმგებლობა პუტინს ააცილოს – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები, რომელთა უახლესი ანგარიშის ძირითადი თემა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე მოსკოვის რეაქციაა. „2022 წლის თებერვლის შემდეგ მოსკოვმა პირველად აღიარა დამარცხება ხარკოვის ოლქში. კრემლის ოფიციალური პირები და მედია-პროპაგანდისტები …

კონტრშეტევა უკეთ მიდის, ვიდრე ველოდით, თუმცა ზეიმი ჯერ ადრეა – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა „ბევრად უკეთ წარიმართა, ვიდრე ელოდნენ“, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა ჯერ ადრეა. უკრაინული მედიის ცნობით, Financial Times-სთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთმა შესაძლოა კონტრშეტევაზე გადასვლა სცადოს, ამიტომაც უკრაინა თავდაცვისთვის უნდა მოემზადოს. რეზნიკოვმა „უკრაინული ბლიცკრიგი“ შეადარა „თოვლის გუნდას, რომელიც მთელი სისწრაფით მიგორავს დაღმართში.“ მისი თქმით, უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევა …

ხარკოვში უკრაინის დამცველები რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ ზოგ მონაკვეთზე – სინეგუბოვი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, უკრაინის დამცველები რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ. „ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ოპერაციას ხარკოვის ოლქის რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. მტერი ნაჩქარევად ტოვებს თავის პოზიციებს და გარბის სიღრმეში, მანამდე ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ან პირდაპირ რუსეთისკენ. გუშინ რუსებმა დატოვეს დასახლებული პუნქტები ბურლუკი და დვურეჩნაია, კუპიანსკის რაიონში. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე, ჩვენი …

უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW

უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება. ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები უკრაინის შესახებ ახალ ანგარიშში. „უკრაინის ხელისუფლება …

Exit mobile version