ეროვნული ბანკი აპირებს, საკოლექციო ხუთლარიანი მონეტები 95 ლარად გაყიდოს

დღეიდან ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. ხუთლარიანი მონეტა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცეს მხოლოდ 1500 ცალი და თითო მონეტა 95 ლარად გაიყიდება. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკოლექციო მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსით შეირჩა. მონეტის მთავარი კომპოზიცია ურთიერთგადაჯაჭვული ასოებია – „სდრ“. ეს წარმოადგენს 1921 წელს …

რა დავკარგეთ 100 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციის დროს – ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

უჭირს კონკრეტული ჩამონათვალის გაკეთება იმისა, თუ რა დავკარგეთ, რადგან თვლის, რომ წარსულის შანსებზე საუბარი 100 წლის შემდეგ რთულია. ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ზუსტად 100 წლის წინ, როცა ბათუმში პირველი რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს, საქართველო „ძალიან კარგ გზაზე“ იდგა და გამორჩეულიც კი იყო მსოფლიოში თავისი სოციალური ექსპერიმენტებით. კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის შემდეგ ლაშა ბაქრაძე დამოუკიდებელი …

კობახიძის დაჯილდოება გზავნილია, რომ რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ, უნდა შევეგუოთ – ხვადაგიანი

ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ. რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში  სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე  „ბათუმელებთან“ …

რაზე კამათობდნენ საუკუნის წინ პირველი კონსტიტუციის მიღებისას

„…მე 1000 წლებით წინ ვერ გავიხედავ, სულ დიდი 100 წლის გათვალისწინება შეგვიძლია და იქაც კი იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, დღეს ამის არსებობა აუცილებელია ეკონომიკური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალშიც იქნება უმცირესობა და უმრავლესობა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს, სხვა ნიადაგზე, ამიტომ იქაც იქნება კრატია, უმრავლესობის ბატონობა,“ – ამ სიტყვებით სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა 1921 წელს დამფუძნებელ კრებას მიმართა. …

რა ხდება სახლში, სადაც 100 წლის წინ პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა? 

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. „ეს იყო ერთსართულიანი ბელეტაჟი სახლი სარდაფით. ისე გავიზარდეთ, რომ არ ვიცოდით, აქ თუ კონსტიტუცია დაბეჭდეს… მერე …

Exit mobile version