ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის

ახალი თაობის კვანტური კომპიუტერები მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი კომპიუტერებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობენ. თეორიულად, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაცილებით სწრაფები გახდნენ ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტურ კომპიუტერს შეეძლება რამდენიმე წამში წარმოუდგენლად რთული და დიდი ამოცანების შესრულება, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. შეეძლება, მაგალითად, მონაცემების გაშიფვრა მილიარდ სხვადასხვა ვარიანტად. BBC-ი წერს, რომ ასეთი …

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო

9 000 წარჩინებული მოსწავლისთვის გადასაცემი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 265 000 ლარია გათვალისწინებული. ლეპტოპების შესაძენად საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ლეპტოპები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 3 დეკემბერს დასრულდება. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების …

4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

საქართველოში 4 460 მოსწავლეს ჯერ კიდევ არ მიუღია სამინისტროსგან დაპირებული კომპიუტერი, რომლებიც  გასულ წელს უნდა მიეღოთ. ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც საბაზო საფეხურის ბოლო სამი წელი, მე-9 კლასის ჩათვლით, წარმატებით დაასრულეს და მათი საბოლოო შეფასება იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. კომპიუტერები მოსწავლეებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, თუმცა ტენდერი არ შედგა. სამინისტრო კორონაპანდემიას …

ვის აძლევს აჭარის მთავრობა 1000 პლანშეტს, როცა 7000 ბავშვს არ აქვს კომპიუტერი

დღეს, 17 დეკემბერს, აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამბობს, მომავალი წლის განათლების ბიუჯეტი 58 მილიონ 774 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტში, როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 550 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდმა აჩვენა, რომ კომპიუტერთან და …

მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის

საქართველოს განათლების სამინისტრომ 6 350 ცალი ლეპტოპისა და 898 პროექტორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 12 მილიონ 537 ათასი ლარია. სამინისტრო აღნიშნულ ტექნიკას დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიძენს. განათლების სამინისტროს შესყიდვების სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლეპტოპები და პროექტორები გათვალისწინებულია პედაგოგებისთვის და ისინი გადანაწილდება საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით: „სკოლების სია არის, …

55 ათას ლეპტოპში სახელმწიფო 31 მილიონს გადაიხდის

მომავალი [2020-21] სასწავლო წლისთვის, პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლებისთვის, განათლების სამინისტრო 55 ათას ცალ კომპიუტერს 31 მილიონ 350 ათასი ლარის ფარგლებში შეისყიდის. აქედან აჭარის სკოლებისთვის ჯამში 4 800 კომპიუტერია გათვალისწინებული. „საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ პორტაბელური კომპიუტერების [ლეპტოპების] შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. თანხა, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერის პირობების …

2020 წელს განათლების სამინისტრო 55 000 კომპიუტერს შეისყიდის

2020 წელს განათლების სამინისტრო პირველი კლასის მოსწავლეებისა და დამრიგებლებისთვის 55 000 პორტაბელურ კომპიუტერს შეისყიდის. კომპიუტერები დამრიგებლებს საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან და საჯარო სკოლებიდან ოფიციალურად გამოგზავნილი რაოდენობის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გადაეცემათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში უთხრეს, კომპიუტერების შესყიდვის ბიუჯეტი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან „სააგენტოს ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია“. განათლების სამინისტრო კომპიუტერებს …

აჭარაში 341 ათოსანს კომპიუტერი გადასცეს

დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში 341 მეათეკლასელი კომპიუტერით დააჯილდოვეს. ეს ის მოსწავლეები არიან, ვისი წლიური აკადემიური შეფასებაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე. სახელმწიფო კომპიუტერებს საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის ათოსნებს გადასცემს. ათოსნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, ვისაც კომპიუტერები გადასცეს: [checklist] ბათუმში: 119 მოსწავლე ხელვაჩაურში: 35 მოსწავლე ქედაში: 18 მოსწავლე შუახევში: 29 მოსწავლე ხულოში: …

რატომ გადასცეს საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მოსწავლეებს კომპიუტერები

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარის საჯარო სკოლებში 267 ათოსანი სწავლობს საბაზო საფეხურზე, გასულ წელს კი 252 სწავლობდა. ათოსან მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს სამინისტრომ დღეს, 21 ნოემბერს, საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. კომპიუტერები ათოსან მოსწავლეებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. სამინისტროს განმარტებით, კომპიუტერით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს …

Exit mobile version