ბათუმში ორმა ადამიანმა შიმშილობა დაიწყო

მოძრაობას – „შენთან ერთად“ წევრები კახა  მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე ბათუმში, ენმ-ს ოფისში შიმშილობას იწყებენ. მათი განცხადებით, შიმშილობის მოტივი სოლიდარობაა იმ პროტესტის მიმართ, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. „შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მივიჩნევთ ამორალური ადამიანებისგან შემდგარ დაჯგუფებად, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები და მათი ნაბიჯებიც მოწმობს, ვუბიძგოთ მორალური გადაწყვეტილებებისკენ, მაგრამ თუ ამ პროტესტს შემოუერთდებიან სხვებიც …

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ფიზიკური ძალადობისთვის დააჯარიმეს

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე 2500 ლარით დააჯარიმეს ფიზიკური ძალადობისთვის. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჯარიმის გადახდა კახა მიქელაძის თანმხლებ პირს – ირაკლი აბუსერიძესაც დააკისრა – 3500 ლარის ოდენობით. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. სიტყვიერი კონფლიქტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე თევზაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს …

კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“

თანხმობის ნიშნად კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემაც თავი დაუკრეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან იკითხა: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ? კახა მიქელაძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი – ალეკო თევზაძე მას და კიდევ ირაკლი აბუსერიძეს ფიზიკურ ძალადობას ედავება. დღევანდელ პროცესს ალეკო თევზაძე არ დასწრებია. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. დღეს, …

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

დღეს, 26 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. ისინი ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლის – ალექსანდრე თევზაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 24 ივნისს დააკავეს. ამ თემაზე: მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს თავდაპირველად პროკურატურა დაკავებულებს ხულიგნობის მუხლით ედავებოდა. მოგვიანებით საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, …

კახა მიქელაძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა კახა მიქელაძე და ირაკლი აბუსერიძე. სასამართლომ კახა მიქელაძე 2000 ლარი გირაოს, ხოლო ირაკლი აბუსერიძე 3000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ისინი მას შემდეგ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, როცა გირაო უზრუნველყოფილი იქნება. საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების …

მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ფეისბუქპოსტის გამო დაჭრეს

„მანქანით ევროპის მოედნიდან გამიყვანეს. კახა მიქელაძემ მითხრა, რომ სპეციალურ ადგილზე მივყავდი,” – აცხადებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე თევზაძე. იგი 21 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის მუხლით ორი პირია დაკავებული, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, კახა მიქელაძე. ალექსანდრე თევზაძე ყვება, რომ კონფლიქტი „ფეისბუქში“ დაიწყო, სადაც ალეკოს თქმით, კახა მიქელაძემ საპროტესტო აქციებზე გამოსულ …

Exit mobile version