რა დაამარცხებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მათრახსა და თაფლაკვერს იყენებს – ინტერვიუ

სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი რამდენიმე საერთო წესით ცდილობდა ამ დრომდე კონტროლის შენარჩუნებას: მაგალითად, სომხეთს და საქართველოს ეუბნება, რომ ევროპა გარყვნილია, იდენტობას დაგაკარგვინებთ, აზერბაიჯანელებს კი, გაყალბებული სტატისტიკით აფრთხობს: რუსეთში ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს! ხომ არ გეცნობათ იგივე გზავნილი საქართველოში? – რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ამ დროს რეალური მონაცემები არავის დაუთვლია. „მათრახი და თაფლაკვერი“ …

შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ

„ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ,“ – გვითხრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელსაც სომხეთის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ. პროფესორი აკვირდება თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლება განწყობები სომხეთში და როგორ ეცლება რუსეთს ხელიდან ბერკეტები… „რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი მით უმეტეს ევროკავშირის …

რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? – „აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. …

რას ცვლის აზერბაიჯანის გააქტიურება კავკასიაში – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ჩვენს მეზობლებს ყველას ჰყავს მოკავშირე, ფორმალურად მაინც… საქართველო, ფაქტობრივად, იზოლაციაშია რეგიონულად,“ – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც თურქეთისა და აზერბაიჯანის კავკასიის რეგიონში გააქტიურებაზე ვესაუბრეთ, კონკრეტულად კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე. რა გამოჩნდა ალიევის ოფიციალური განცხადებების მიღმა? „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მთავარ რისკს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას უკავშირებს, რომელიც ისევ ანტიდასავლური რიტორიკითაა …

„ამას ვეღარ გააკონტროლებს რუსეთი“ – ინტერვიუ დაუმორჩილებლობაზე დაღესტანში

„რუსეთი თუ სადმე ფეთქდება, ეს არის ჩრდილოეთ კავკასია,“ – ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ახლა დაღესტანში აგორებულ დაუმორჩილებლობის პროცესს აკვირდება. ის არ გამორიცხავს, რომ ჩეჩნეთის მსგავსად, პროტესტი რუსეთმა დაღესტანშიც „ჩააცემენტოს“, თუმცა კონფლიქტოლოგის დაკვირვებით, რუსეთის დაშლის შანსი გაზრდილია. რას აჩვენებს დაუმორჩილებლობა დაღესტანში და რა შეიძლება მოხდეს, თუკი რუსეთმა იქ გაჩენილი საპროტესტო მუხტი ვერ ჩაახშო? – „ბათუმელებმა“ …

რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით? დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს. იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა …

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„სინამდვილეში რუსიზმი ფაშიზმზე, რასიზმზე, ნაციმზსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა იდეოლოგიაზე უარესია… “ – ეს ჯოხარ დუდაევმა, ჩეჩნეთის პირველმა პრეზიდენტმა, 27 წლის წინ, 1995 წელს თქვა, როცა რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში წარმოებულ ომზე საუბრობდა. „თუ მსოფლიო ამ ჭირს არ შეაჩერებს…, მსოფლიოს დიდი უბედურება ელის,“ – ამბობდა მაშინ ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ნათლად აღწერდა, რით განსხვავდება …

„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი? კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა …

Exit mobile version