14 წევრის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვებაზე, კომენტარი დღეს 22 იანვარს გააკეთა გიორგი გახარიას რეგიონულმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. „ბათუმელებს“ ირაკლი მიქელაძემ უთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პარტიის დატოვებაზე განაცხადეს, დიდი ხანია პარტიის წევრები აღარ არიან. „ოცნების“ ხელწერა უცვლელია. ეს იყო მათი დაგეგმილი და ამ ადამიანების ბრალდებებიც იმ კამპანიის გაგრძელება იყო, რაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა …
Tag Archives: ირაკლი მიქელაძე
ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]
უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია. რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – …
Continue reading “ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]”
რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს
თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი) ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. …
Continue reading “რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს”
ჩვენი პარტიის წევრებს აშინებენ და აშანტაჟებენ – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ბათუმში
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ დატოვა. დღეს, 7 სექტემბერს, კოჩალიძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ხელმძღვანელმა აჭარაში და ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებს სუსი და „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს და აშინებს. „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა ჩვენი პარტიის …
ვინ არიან აჭარაში გახარიას გუნდის წევრები
14 ივნისს ბათუმში თავისი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრები წარადგინა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ბათუმში გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი თავდგირიძე იქნება, ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ხოლო აჭარაში პარტიას უხელმძღვანელებს ირაკლი მიქელაძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ოცნებიდან“, რომელმაც მმართველი პარტია 2019 წელს დატოვა. ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ელიან ყველა ადამიანს, რომელიც იზიარებს ექსპრემიერის მოსაზრებებს. …
Continue reading “ვინ არიან აჭარაში გახარიას გუნდის წევრები”
აჭარაში გახარიას გუნდის ლიდერი ირაკლი მიქელაძე იქნება
დღეს, 14 ივნისს, ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში პარტიის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე იქნება. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა, თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა …
Continue reading “აჭარაში გახარიას გუნდის ლიდერი ირაკლი მიქელაძე იქნება”
ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს
ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი მიქელაძე საკრებულოს ტოვებს. საკრებულოს წევრის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით უკვე მიმართა. თუ რატომ ტოვებს საკრებულოს, ამის შესახებ ირაკლი მიქელაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. საკრებულოს დატოვების მიზეზად ის ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქ. ბათუმის საკრებულო. სამწუხაროდ, მინიმუმ 1 წელი კვლავ ვერ შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ტოვებს”
დეპუტატი, რომელიც გერმანიაში ცხოვრების დროს პრემიას იღებდა, „ოცნების“ მეორე ნომერია
ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბათუმში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეორე ნომერი იქნება, რაზეც თავად ირაკლი მიქელაძე ამბობს: „… ამაზე გუნდი მუშაობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამდე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე …
ირაკლი მიქელაძეს გერმანიაში ყოფნის პერიოდში მიღებული პრემია არ დაუბრუნებია
დააბრუნეთ თუ არა პრემია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი მიქელაძეს დაუსვა. ირაკლი მიქელაძემ კითხვას არ უპასუხა და თქვა: „ბრიფინგს გავაკეთებ ორ დღეში და ყველას ერთად გიპასუხებთ“. ანალოგიური კითხვა „ბათუმელებმა“ გასულ კვირასაც დასვა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მაშინაც თქვა, რომ ორ დღეში ბრიფინგს გამართავდა და ისე გასცემდა „ამ კითხვას პასუხს“. ირაკლი მიქელაძეს მაშინ …
Continue reading “ირაკლი მიქელაძეს გერმანიაში ყოფნის პერიოდში მიღებული პრემია არ დაუბრუნებია”
საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები
„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს. …
Continue reading “საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები”
საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის
ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს. სამსახურში მიუსვლელად …