ნერგეეთში მეწყერს გადარჩენილი ოჯახებისთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ

7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად 13 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ოჯახები გეოლოგიურ დასკვნებს ელოდებიან და ამჯერად მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობენ. ნერგეეთის მცხოვრებლები სახლების მდგომარეობის შეფასებას ელოდებიან გეოლოგებისგან, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს კომპენსაციის ოდენობა, თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, უცნობია. ბაღდათში მცხოვრებლებმა მეწყრით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით სოლიდარობის კამპანია დაიწყეს. კამპანიის ინიციატორი და აქტივისტი, ლილი …

სათაფლიაში მოძრავ დინოზავრებს დაამონტაჟებენ – სააგენტო ფასებს ადგენს

დაცული ტერიტორიების სააგენტო სათაფლიაში დინოზავრების მონტაჟს გეგმავს და ფასების დადგენის მიზნით, ბაზარს იკვლევს. ბაზრის შესწავლის შემდეგ კი, სააგენტო 6 დინოზავრის შეძენა-მონტაჟზე ტენდერს გამოაცხადებს. დინოზავრები მიახლოებისას უნდა რეაგირებდნენ ინფრაწითელი სენსორის მეშვეობით. სააგენტოს ინფორმაციით, დინოზავრების მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი დამონტაჟება სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე [წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა], შემსყიდველის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. ტექნიკური დავალების მიხედვით: „თითოეული …

„სიღარიბეს ვერ ვერევი, მაგრამ შვილების დაბრუნება მინდა“ – 34  წლის ქალის ისტორია [Video]

რესპუბლიკის ქუჩაზე მწვანედ შეღებილ ჭიშკარს შეაღებ თუ არა, შესასვლელში ქვის პატარა მაგიდა და ძელსკამი დგას. უკან დიდი ჰამაკია გაბმული. ღობის გასწვრივ მსხლის ხეებია ჩალაგებული. ხეებს შორის ბავშვის საქანელა ირწევა, რომელსაც ფერადი რიკულებიანი კიდეები გახუნებია. ეზოში, მოშორებით, ცოტაოდენი დაჩეხილი შეშაც ყრია, სადაც რამდენიმე ქათამიც დააბიჯებს. ეს სახლი სამტრედიაშია, მისი დიასახლისი კი სალომეა – სახლის კარებს სწორედ …

დასავლური ოდა-სახლების გაზაფხული

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ტიპურ საცხოვრებელს ჰქვია. ასეთი სახლები დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გვხვდება. ამავე ლექსიკონის მიხედვით, ოდა ხის ბოძებზე დგას, მოგვიანებით კი ბლოკებით აშენებული პალატით შეიცვალა ბოძები, მეორე სართული მთლიანად ხისაა. ოდა-სახლს ფართო აივნები აქვს, ძირითადად 3 ან 4 ოთახისგან შედგება. ზოგჯერ გამართულია …

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …

გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

Exit mobile version