რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და პროკურატურასაც იმ მოტივით, რომ ჟურნალისტებს დევნიან? – ვკითხეთ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარების“ თავმჯდომარეს, ილია ვერძაძეს. იგი წლების განმავლობაში პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. დღეს, 18 ივნისს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა. „მე მუდმივად ადამიანის …
Tag Archives: ილია ვერძაძე
როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა
„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც …
Continue reading “როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა”
„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში
ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ. „სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა …
Continue reading “„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში”
რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები
ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …
დეპუტატი და პროფკავშირის ხელმძღვანელი მძიმე შრომაზე: სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ
„უნდა მიმართოს სასამართლოს, სხვა რა უნდა ქნას სახელმწიფომ“, – ასე პასუხობს უმაღლესი საბჭოს წევრი და იმავდროულად პროფკავშირების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დასაქმებულს, რომელიც სამუშაო ადგილზე „მძიმე სამუშაო პირობების გამო“ დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმებულმა შრომის პირობების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა. უწყებიდან მოქალაქემ პასუხი მიიღო, რომ „ინსპექტირება მხოლოდ კომპანიის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი“. რამდენიმე …
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე
რატომ ვერ გრძნობენ თავს დაცულად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში, ქვეყანაში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის სიცოცხლისა და გამოხატვის უფლება იყოს დაცული? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ. ცოტნე ანანიძე, „ქართული ოცნება“: „სახელმწიფოს რა ვალდებულებაც აქვს, ეს არის კანონით რეგულირებული. პირველ რიგში, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ნებისმიერი …
Continue reading “აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ლგბტ ადამიანების უფლებებზე”
რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“
„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ. მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა …
Continue reading “რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“”
ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე
უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …
Continue reading “ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე”
აჭარის პროფკავშირი: სამუშაო ადგილებზე შარშან 41 ადამიანი დაიღუპა
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის ილია ვერძაძის თქმით, მეათე წელია რაც მათი პროფკავშირები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეს მათი ორგანიზებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ათამდე, ხოლო მოგვიანებით „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე დაირგვება. „სამუშაო ადგილზე გასულ წელს ბათუმში დაიღუპა 4 ადამიანი, წელს კი უკვე ორი ადამიანია …
Continue reading “აჭარის პროფკავშირი: სამუშაო ადგილებზე შარშან 41 ადამიანი დაიღუპა”
ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა
აჭარის პარლამენტში მისთვის უჩვეულო მოვლენები ვითარდება – შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა“, რომელიც ფრაქცია „მრეწველებისა“ და ედპ-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის ხელმძღვანელად ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ილია ვერძაძე აირჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუს ილია ვერძაძესთან: რადგან ფრაქციის თავჯდომარე ვარ, 16 დეკემბრის პარლამენტის სხდომამ ბიუროს წევრად ამირჩია. ეს რეგლამენტის მიხედვით მოხდა. რა მიზანი აქვს ფრაქციას? ფრაქციის ჩამოყალიბების წინ გვქონდა …
Continue reading “ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა”