სტუდენტებმა პრორუსი პოლიტიკოსების საგანზე უარი თქვეს, რატომ არ არის ეს დევნა – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ და ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, საზოგადოების პროტესტის ფონზე, რუსულ კანონს მისცეს ხმა, თსუ-ს სტუდენტების დიდმა ნაწილმა მათი საგანი გააუქმეს და განაცხადეს, რომ არ აქვთ პრორუსი პოლიტიკოსების ლექციების მოსმენის სურვილი. სტუდენტები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ ერთ-ერთ ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილსაც, რომელიც ასევე პრორუსულ „ალტ-ინფოზე“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა. რამდენად ლეგიტიმურია სტუდენტების პროტესტი? – ამ თემაზე …

„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას? „ვიმუქრებით ფარდით ახდით, მაგრამ ფარდა უკვე ჩვენზეა ახდილი“ – ღარიბაშვილისგან დაანონსებულ ფარდის …

„სიღარიბე იქნება ხოხბის ძვალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი“ – ინტერვიუ სოციოლოგთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ხოლო პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სისრულეში მოიყვანს – პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებს? – სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით. ბატონო იაგო, რა პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნება პარლამენტს შიგნით და მის გარეთ, თუკი ოპოზიციურ პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ?  პარტიული მოღვაწეობა უნდა …

თუ ვირუსი სხვა რეგიონებსაც მოედო, საპროტესტო მუხტი გაძლიერდება – ინტერვიუ

საპროტესტო აქცია ბათუმში 7 ოქტომბერს იმ პირობით შეწყდა, რომ აჭარის მთავრობაში აქციის მონაწილეების პრობლემებს შეისწავლიან. რამდენად შესაძლოა გაძლიერდეს სოციალური პროტესტი, როცა პანდემიის პირობებში აჭარაში შეზღუდვები ძალაში გაურკვეველი ვადით რჩება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან პოლიტიკურ შედეგზე? – „ბათუმელები“ სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. ბატონო იაგო, პანდემიის პირველ ეტაპზე თქვენ ამბობდით, რომ ეს მუშაობდა ხელისუფლების სასარგებლოდ, …

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ

გუშინ, როცა პარლამენტმა ფორსირებულ რეჟიმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია, რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ აღარ იკამათა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა. მოისმენდით შეფასებასაც, რომ ხელისუფლებამ ეს მნიშვნელოვანი საკითხიც „გააპარა“. ამ თემაზე: „ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი იქნება უზენაესის ახალი თავმჯდომარე“ – ინტერვიუ „კორონავირუსმა“ რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შეცვალოს ქართული პოლიტიკა, ამას სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი არ გამორიცხავს. იგი …

„კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში” – ბათუმელი მაგისტრანტებისთვის

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ აცხადებს მიღებას სეზონურ სკოლაში – „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში”. „რა არის კრიტიკული აზროვნება?“ „რატომ ვიქცევით ისე, როგორც სხვები?“ „სექსუალობა, გენეტიკა და კულტურა“ – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მაგისტრატურის სტუდენტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი და ფსიქოლოგი, თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესაუბრებიან. …

Exit mobile version