„ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ“ – თბილისი პრაიდის განცხადება

ლგბტქ+ მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ქმნიან სივრცეებს, სადაც სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. „სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. …

რატომ არ ახსენა ომბუდსმენმა „პრაიდი“, როცა პრაიდის ჩაშლას გამოეხმაურა – იოსელიანი განმარტავს

რატომ არ ახსენა სახალხო დამცველმა სიტყვა „პრაიდი“, როცა მან 8 ივლისს, ანუ პრაიდის ჩაშლის დღეს განცხადება გაავრცელა? „ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და შესაბამისი განცხადება გავავრცელეთ,“ – გვიპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ის დღეს, 17 ივლისს, ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „თქვენ ახლაც არ ახსენეთ სიტყვა „პრაიდი“ – ვუთხარით ომბუდსმენს. ლევან იოსელიანმა კითხვის პასუხად ამჯერად „პრაიდი“ …

პრაიდი და ანტიპრაიდი კიევში ძალადობის გარეშე ჩატარდა

19 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში გაიმართა „კიევი პრაიდი“, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „პრაიდმა“ კიევში ექსცესების გარეშე ჩაიარა. პარალელურად მიმდინარეობდა ანტიპრაიდის აქციაც, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. აქციაზე მობილიზებული იყო ათასობით პოლიციელი. „კიევი პრაიდი“ უკრაინის დედაქალაქში უკვე მეათედ ჩატარდა.    

ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლისა და მუქარის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. „დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ …

რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა.  მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შედეგად. ლევან ცუცქირიძის აზრით, ხელისუფლებამ მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებით …

„ახლოს თუ მოხვალ, გცემთ“ – ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც აქციას აშუქებდა

5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი აქცია ჟურნალისტებზე ნადირობის დღეს იქცა. მარიამ ნიკურაძე OCMEDIA-ს რედაქტორია. ინტერნეტგამოცემა სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მუშაობს. მარიამი იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორისაა, ვინც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველზე მოვლენების ეპიცენტრში მუშაობდა, თუმცა მოძალადეებს გადაურჩა. “ბათუმელებმა” მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. მარიამ, თქვენთვის, როგორც …

რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?

„მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ – კითხვაზე თავის არიდება ამ პასუხით სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ. მას გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდზე პოლიციელების თვალწინ მოქალაქეების ჩაგვრაზე, ჟურნალისტების ცემასა და კონკრეტული ოფისების დარბევაზე ვკითხეთ ჟურნალისტებმა. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა წარმოადგინა. მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ ის საკონსტიტუციო …

დააკავეთ მოძალადეები – ჟურნალისტების აქცია საქართველოს ქალაქებში

დღეს, 6 ივლისს, საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. ხელისუფლებას კი მოუწოდეს, შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა. ჟურნალისტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და დააკავონ ყველა მოძალადე. გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში …

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის 3 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტრო საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფის სამი წევრის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, დაკავებულები წარსულში ნასამართლევები არიან. სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის …

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“. „ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა: ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს …

Exit mobile version