პროექტში მოვიგეთ ინვენტარი, მაგრამ არ გვაქვს სივრცე – მოსწავლეები ხულოდან

ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავშეყრის ადგილი სჭირდებათ, რომელსაც სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, ტრენინგის მოსასმენად, თავიანთი ხედვების გასაზიარებლად თუ თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად გამოიყენებენ. ბოძაურში ახალგაზრდები თავისუფალი სივრცის მოძიებასა და მოწყობას დიდი ხანია თავიანთი ძალებით ცდილობენ. ამის შესახებ თამთა შავაძე და სოფელს შემორჩენილი ერთადერთი აბიტურიენტი, ლია ხოზრევანიძე გვესაუბრა. 17 წლის თამთა შავაძე ბოძაურის სკოლის …

„დაბადების დღე“- პირველი მონოსპექტაკლი ჟესტურ ენაზე ბათუმში

5 ივლისს ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“, წარმოდეგნილი იქნება რეჟისორ ლაშა შეროზიას მონოსპექტაკლი – „დაბადების დღე“ ჟესტურ ენაზე. სპექტაკლი ადაპტირებულია და მორგებულია სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანებზე. ადაპტირებული სპექტაკლი პირველად კეთდება ბათუმში, პროeქტ „მედიArt2“-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „სპექტაკლი „დაბადების დღე“ მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს ისტორიას და წარსულთან ფსიქო-ემოციურ გამოთხოვებას ახალი ცხოვრების დასაწყებად,“ – ნათქვამია …

„თავისუფალი სივრცე“ მუსიკოსებისათვის კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ახალ პროექტს – „მედიArt2“-ს იწყებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკოსებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან. „პროექტი “მედიArt2” შესაძლებლობას გაძლევს შენი საავტორო მუსიკა მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადო, გაგაცნოს თანამედროვე მიღწევები შემოქმედებით პროცესში ინკლუზიის კუთხით, შეასრულო დუეტი ჟესტური ენით მოსაუბრე სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულ მუსიკის მოყვარულთან ერთად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კონკურსის …

“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“

19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის  „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან  ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა. ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში …

ზურაბ პატარაძის მეუღლე სოციალურ კაფეში მოხალისეობრივად იმუშავებს

აგვისტოში, ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა “თავისუფალმა სივრცემ” სოციალური კაფე გახსნა, პირველი, სრულად ადაპტირებული ადგილი შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის. ეს განსაკუთრებული კაფეა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მომსახურე პერსონალი 2 ან მეტი საათით შეიძლება იყოს ნებისმიერი მსურველი. 19 სექტემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ამ კაფეში სოფიო ბაკურიძე იმუშავებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლე. ამის შესახებ ინფორმაცია „თავისუფალი სივრცის“ ფეისბუქგვერდზეა განთავსებული. …

ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”

31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით. “ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე. ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული …

ადგილი ყველასთვის – სოციალური კაფე ბათუმში

„ეს არის ადგილი, რომელიც ყველასია, განურჩევლად რასისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა და ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის შექმნასა და აქ საკუთარი კუთხის მოწყობაში“, – ამბობს ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. იგი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #6-ში, 15 აგვისტოს გახსნილ სოციალურ კაფეზე საუბრობს. ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე რომ ჩაივლით, აუცილებლად შენიშნავთ შემინულ შენობაში გაფერადებულ …

Exit mobile version