პოლიციელმა სცემა კურიერს, რომელმაც მის ნათესავ გოგოს ყვავილები მიუტანა – გამოძიება

ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების ყოფილ პოლიციელს, გიორგი აბდუშელიძეს, გამოძიება პოლიციის განყოფილებაში კურიერის ცემას ედავება – „ყვავილების ჩუქებისთვის პოლიციელის მხრიდან კურიერის ცემის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაიწყო. განზრახ უკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – ამ მუხლების დარღვევაშია პოლიციელი ბრალდებული. ის წინასწარ პატიმრობაში არ არის – 20 ათასი ლარი გირაოს …

ვინ დაწვა პუშკინის ქუჩაზე სახლი და სავაჭრო ობიექტები – სასამართლო განხილვა

„კარგი გადაწყვეტილებაა, რომ აღარ შიმშილობთ,“ – ამ სიტყვებით მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულს მიმართა. 22 წლის ბრალდებულს გამოძიება პუშკინის ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტებში ხანძრის გაჩენას ედავება. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 21 დღე შიმშილობდა. საუბარია გასული წლის 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩა 24-ში გაჩენილ ხანძარზე, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლი და 6 სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა. ხანძრისგან …

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სამი უცხოელის საქმე ბათუმის სასამართლოში

სასამართლოს განრიგს თუ თვალს ადევნებთ, ნახავთ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეები იმატებს. დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის სამი ისეთი შემთხვევა განიხილა, სადაც ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაზარალებული ქალი: იმ დღესვე შევურიგდი, „კაპეზეშიც“ მე მივუტანე საჭმელი  „ოჯახი ძალიან მიყვარს, ახლაც ცოლთან ერთად ვცხოვრობ,“ – უთხრა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულმა ი.ე.-მ. მას ცოლზე ფიზიკურ ძალადობას …

ერთი ბოთლი კონიაკის ქურდობის ამბავი, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

დავით ა.-ს და სვეტლანა ვ.-ს ჯგუფურ ქურდობას ედავება გამოძიება. წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღეს, 27 ივნისს, ჩაატარა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ხულოს ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური სასმელების მაღაზიიდან პირველი აპრილის ღამეს ერთი ბოთლი კონიაკი მოიპარეს. იმავე ღამით გორგილაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქიდან ბრალდებულებმა სახის კრემი და ჰიგიენური ნივთები მოიპარეს. პროკურორ ზურაბ კონცელიძის თქმით, კონიაკი დაახლოებით 40 ლარი …

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს. საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში …

Exit mobile version