ზებრა, რომელიც მანქანის გზაზე გტოვებს – არაადაპტირებული გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები. შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო …

ბათუმში „ზებრა გადასასვლელზე პროტესტის საქმე” განიხილეს

მოსამართლე მარიანა ფომაევამ დღეს, 6 მარტს მოქალაქე გიორგი ჩხაიძის საქმე განიხილა. ის ამ საქმეზე გადაწყვეტილებას 11 მარტს გამოაცხადებს. გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც შსს ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით ბარიერი ხელოვნურად შექმნას ედავება. ეს ბათუმის უწყვეტი საპროტესტო აქციის 31 იანვრის ამბავია: მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „არასაკმარის რაოდენობაზე“ მითითებით აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩაში ავტომანქანების მოძრაობა უნდა …

ბათუმში ზებრები ისევ გაქრა | ფოტორეპორტაჟი

ბათუმის ქუჩებში ზებრა გადასასვლელები ისევ გადაშლილია. „ბათუმელებმა“ დღეს, 17 მაისს, რამდენიმე ქუჩა შემოიარა, სადაც ზებრა გადასასვლელები ან საერთოდ არ არის, ან ნახევრად წაშლილია. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების გადაკვეთაში, თითქმის ყველგან გადაშლილია ქვეითთა გადასასვლელები. ეს მონაკვეთები „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გასულ ზაფხულს გადაღება, თუმცა ახლა ისევ შესაღებია. ქუჩების მონაკვეთებში, სადაც შუქნიშანი არ დგას, მოქალაქეების უსაფრთხოებას სწორედ …

რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, შედარებით პერიფერიულ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელები თითქმის ყველა ქუჩაზე წაშლილია. მაგალითად ბესიკის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, ლუკა ასათიანის ქუჩებზე, საღებავის აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ მიხვდებით, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში ზებრაა და ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტომობილმა უნდა დაგითმოთ. საგზაო უსაფრთოების ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. აღნიშნულ სამსახურს ვკითხეთ, თუ რატომ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და …

როდის დახაზავენ ბათუმში ზებრა გადასასვლელებს

ბათუმის უმეტეს ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები წაშლილია. ქუჩებზე ზებრების დახატვა, ასევე გამყოფი ხაზების დახაზვა ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ მოვალეობაში შედის. ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს „დახაზვითი სამუშაოები“, რომელიც დაახლოებით 3-4 თვეში დამთავრდება. „დამოკიდებული ვართ ამინდზე. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს ღამით, რომ მოქალაქეებს არ შევუქმნათ დისკომფორტი. ამ წუთას დახაზულია ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად, როგორც ზებრა გადასასვლელები, ასევე გზაგამყოფი ზოლები …

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ზებრა გადასასვლელების გარეშე [ვიდეო]

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სადაც რამდენიმე სკოლaაა, არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები. გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია და აქ ინტენსიური მოძრაობაა. გზის სავალ ნაწილზე გადასასვლელი ნიშნების არარსებობის გამო გადასვლა ჭირს, განსაკუთრებით სკოლის [შარაბიძეების, კახაბრის] მოსწავლეებისთვის. ზებრების არარსებობა პრობლემებს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. ქუჩის გასწვრივ არც ტროტუარებია მოწესრიგებული, წვიმის დროს კი ტროტუარი ხშირად იტბორება. საქართველოს საავტომობილო …

ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან …

დელფინიანი „ზებრა“ გადასასვლელი ბათუმში

ბათუმში „ზებრა“ გადასასვლელები დელფინებით მოხატეს. ნახატები ევროპის მოედანთან მდებარე „ზებრაზე“ ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელზე კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს. პროექტის ინიციატორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა.  შსს-ს  საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის –  „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“  –  ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 20-მდე „ზებრა“ გადასასვლელი მოიხატა. „ზებრა“ გადასასვლელებზე შინაგან საქმეთა …

ქობულეთში ეტლით მოსარგებლეებისთვის ორ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა

ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლების მოწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობას 19 ათას 168 ლარად, კომპანია „ლ გრუპი“ სთავაზობს.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერში, რომელიც ქობულეთის გამგეობამ გამოაცხადა 25 640 ლარის საწყისი ღირებულებით. კომისიას ჯერ ის გამარჯვებულად არ გამოუვლენია. ქობულეთში, დასახელებულ ორ ქუჩაზე, 23 ადაპტირებული წერტი მოეწყობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილების თანახმად …

სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

ბათუმის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებზე, ეგრეთ წოდებული „ზებრებზე”, არაერთ ადგილას ნახავთ ბოძკინტს, შუქნიშანს, ნაგვის ურნას ან სხვა  დანიშნულების რკინის ბოძს, რომელსაც ფეხით მოსიარულემ გვერდი უნდა აუაროს. ზოგიერთ ადგილას კი,  „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, ანუ ქუჩის ის ნაწილი, სადაც ქვეითი არ უნდა დადიოდეს. ასეთ ადგილებში, ძირითადად, მრავალბინიანი სახლები შენდება და ქუჩის ფეხით სავალი ნაწილი …

ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს,  17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება ბარათაშვილის ქუჩა, ვინაიდან მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვა. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები …

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი „ზებრადან“ ტროტუარზე ვერანაირად ვერ გახვალ. საპირისპირო მხრიდან კი, „ზებრაზე“ ვერ მოხვდები ტროტუარიდან. აქ, „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, სადაც წესით, ქვეითად მოსიარულე არ უნდა დადიოდეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადასასვლელები, რომელთა ბოლოშიც „ბარიერები“ დაგხვდებათ:

Exit mobile version