ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი

ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება. ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის …

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის ბულვარი ველობილიკის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება, ბილიკის მთელ სიგრძეზე კი მოეწყობა განათება. ბულვარის ადმინისტრაციამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით გამოაცხადა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულდეს და მთლიანობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან …

ბათუმში ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი გამოჩნდა. მერიაში ამბობენ, რომ არაფერი იციან

ბათუმში, დაახლოებით 10 დღის წინ, ყვითელი შეფერილობის ველოსიპედები გამოჩნდა – გასაქირავებლად. ბათუმი ველოსგან განსხვავებით, ამ ველოსიპედებს სპეციალური საპარკინგე ადგილები, ველოტერმინალი არ სჭირდება. ველოსიპედის დაქირავება შეიძლება აპლიკაციით, გაჩერება კი დასაშვებია ყველგან, ოღონდ სხვა გამვლელებს ხელი არ უნდა შეეშალოთ. ბათუმის მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვის ეკუთვნის ველოსიპედის გაზიარების ახალი სერვისი და ეს ინფორმაცია უნდა …

ბათუმში ახალ ველობილიკებს მოაწყობენ – რა წერია საკრებულოს მიერ დატმკიცებულ გენგეგმაში

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში 10-ზე მეტი წელია არსებობს ველობილიკები, იმართება ველომსვლელობები და ველომარათონები, ველოსიპედით გადაადგილება პრაქტიკული დანიშნულებით ბათუმში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის აქტუალური. მიმდინარე ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქალაქში გაძლიერდა ზეწოლა ურბანული ტრანსპორტის სისტემებზე, ველოსიპედით მოძრაობა სამანქანო გზაზე არ არის უსაფრთხო, ველობილიკებისა და ტროტუარების დიდი ნაწილი კი ავტომობილების საპარკინგე სივრცედ არის გამოყენებული. …

რატომ წყდება გზა ბულვარიდან გონიომდე – ჭოროხით გაყოფილი პრომინადი და ველობილიკი

ბათუმის ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა მხოლოდ ჭოროხის შესართავამდეა შესაძლებელი, იმის მიუხედავად, რომ ბათუმში დაახლოებით 14-კილომეტრიანი პრომინადი და ველობილიკი გვაქვს – ეშმაკის ბორბლიდან კვარიათამდე. ეს ბილიკი მდინარის შესართავთან წყდება, ვინაიდან მდინარეზე ხიდის არარსებობის გამო ველობილიკი მოწყობილი არაა. ჭოროხის შესართავთან საავტომობილო გზაც წყდება, მანამდე რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სრულდება პრომინადი და ველობილიკიც, თუმცა ველომოყვარულები აქამდეც არ …

რას ითვალისწინებს ბათუმის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა

მიუხედავად ველოქალაქის სტატუსისა, ბათუმის ველობილიკებზე მუდმივად პარკირებული ავტომანქანების გამო, ხშირად შეუძლებელია ქალაქში ველოსიპედით კომფორტულად გადაადგილება. საპარკინგე ადგილების სიმცირის გარდა ქალაქში მწვავედ დგას ავტომანქანების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის პრობლემაც, თუმცა ბათუმში პრიორიტეტულ ტრანსპორტად კვლავ მსუბუქი ავტომობილი რჩება. ბათუმის ველოგადაადგილების გენერალურ გეგმაში, რომელზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება, ასახულია ბათუმში ველოინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც. გეგმა ითვალისწინებს მთელი ქალაქისთვის …

რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში

ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი  მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი. „აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული …

რას უპირებს ბულვარი დაზიანებულ ველობილიკს – 1,7-მილიონიანი ტენდერით არავინ დაინტერესდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ არ შედგა. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით ადრე დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. ხელახალ ტენდერში კი მონაწილეობ არავინ მიიღო. ახალი ველობილიკის მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის იანვარში გადაწყვიტა  და 1 763 113 ლარიც გამოყო. „შეიძლება პროექტშია რამე ხარვეზი, ან ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში, ვინაიდან …

ბულვარში ველობილიკის შეცვლაზე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო თანხა 1 763 113 ლარი იყო. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებული ველობილიკი ამორტიზებულია. ბულვარის სატენდერო კომისიამ ტენდერში მონაწილე კომპანიას – „მონოლითი-2005“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა სთხოვა, თუმცა როგორც სატენდერო კომისიის 25 აპრილის ოქმშია აღნიშნული, კომპანიამ დოკუმენტაცია განსაზღვრულ დროში ელექტრონული ტენდერების გვერდზე არ ატვირთა. შესაბამისად, კომპანიას …

ბათუმში ველობილიკებს გადაღებავენ

მეორე დღეა ბათუმში ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.  ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” ჯგუფმა გრიბოედოვის ქუჩაზე უკვე გადაღება ველობილიკი. სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ბათუმში ველობილიკების ფართობი სულ 20 ათასი კვ.მეტრია. სამღებრო სამუშაოები იმ მონაკვეთებზე ჩატარდება, რომლებიც განახლებას საჭიროებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

Exit mobile version