მანძილის შეზღუდვის უფლება არავის აქვს, ვფიქრობ, ეს დროებითია – პედაგოგი ექსკურსიების შესახებ

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ბოლო სამი წელი აკრძალული იყო ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მართ შორის სასკოლო ექსკურსიებიც. შესაბამისად, ბავშვებს, ქალაქად თუ სოფლად, ძირითადად დროის გატარება დახურულ სივრცეებში ან სახლში უწევდათ. წელს, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, ბევრმა სკოლამ დაგეგმა სასკოლო ექსკურსია, თუმცა ამჯერად შეზღუდვები სკოლებს განათლების სამინისტრომ დაუწესა. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვეღარ შეძლებენ ღამისთევით ტურში წასვლას, მათ მანძილიც შეეზღუდათ. …

ხულოდან რომ კახეთში წახვალ, 1 დღეში როგორ უნდა დაბრუნდე? – მოსწავლეები ექსკურსიის შეზღუდვაზე

განათლების სამინისტრომ სკოლებს ახალი რეგულაციები დაუწესა ექსკურსიებზე. გარდა იმისა, რომ სკოლა ვალდებულია გამართული ტრანსპორტი და კვალიფიციური მძღოლი დაიქირაოს მგზავრობისთვის, შეუზღუდა ექსკურსიის მარშრუტიც. მოსწავლეებს მხოლოდ 150 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ ექსკურსიაზე წასვლა და არც ღამის თევის უფლება აქვთ. რას ფიქრობენ ახალ რეგულაციებზე სოფლად მცხოვრები ბავშვები და რა პრობლემებს შეუქმნის მათ ახალი რეგულაციები? ამ თემაზე „ბათუმელები“ ხულოში და …

გახშირებული ავტოავარიის გამო სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება

საქართველოს კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებები შედის და გახშირებული ავტოავარიების გამო ექსკურსიების რეგულაციები მკაცრდება. კანონი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს: [checklist] ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;  შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის …

ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება ექსკურსიებზე – სამინისტროს რეკომენდაცია

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობაა 16 წლის გოგოს გარდაცვალება. ეკატერინე ხუციშვილი, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს სკოლებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს უგზავნის, რომელიც ექსკურსიების გამართვის დროს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს აწესებს. …

სკოლის ექსკურსიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დირექტორს და სკოლას დაეკისრება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს არა მარტო სკოლის მიერ ორგანიზებული ექსკურსიების უსაფრთხოებაზე, არამედ თვითორგანიზებულ ექსკურსიებზეც. მინისტრის მოადგილე ლია გიგაური „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სკოლა ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება იმ კომპანიისგან იქირაოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  როგორც მძღოლის პროფესიონალიზმზე, ასევე მიაწვდის მათ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა ბევრი ბავშვი გადაადგილდება,  …

Exit mobile version