„ესტონეთი მართლმადიდებლურ ეკლესიას 6 თვეს აძლევს ღმერთსა და კრემლს შორის არჩევანის გასაკეთებლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. სტატია ეხმიანება ესტონეთის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ესტონეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ შეიძლება ჰქონდეთ ადმინისტრაციული ან სხვა, დაქვემდებარებული კავშირები საზღვარგარეთ მდებარე რელიგიურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ამართლებენ ან მხარს უჭერენ ომს, აგრესიას ან ტერორიზმს და საფრთხეს …
Tag Archives: ესტონეთი
ესტონეთმა რუსეთთან შესაძლოა საზღვარი დაკეტოს
ესტონეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტოს რუსეთის ფედერაციიდან არალეგალური მიგრანტების შესვლის გამო. „ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი შეგნებულად აგზავნის უცხოელების ჯგუფებს ესტონეთის საზღვარზე, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება“ – ნათქვამია ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის პრესრელიზში, რომელიც დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნდა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ თუ ასე გაგრძელდება, ესტონეთი დახურავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის …
Continue reading “ესტონეთმა რუსეთთან შესაძლოა საზღვარი დაკეტოს”
ესტონეთში ამოქმედდა კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შესახებ
2024 წლის 1 იანვარს ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სქესის მიუხედავად, ორ სრულწლოვანს შეუძლია დაქორწინება. ქორწინების თანასწორობის აქტი ესტონეთმა მიიღო მიერ 2023 წლის 20 ივნისს. მას მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება. 2013 წლიდან ესტონეთში …
Continue reading “ესტონეთში ამოქმედდა კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების შესახებ”
ესტონური სასკოლო განათლება ევროპაში კვლავ საუკეთესოა – PISA-ს კვლევა
მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს 2022 წლის კვლევაში ესტონეთი საერთო მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა ევროპულ ქვეყნებს შორის. 81 ქვეყანას შორის ესტონეთი მეშვიდე ადგილზეა მათემატიკის მაჩვენებლით. ათეულის პირველ პოზიციებზეა ჩინეთის ავტონომიური ერთეულები, იაპონია და სამხრეთ კორეა. პირველ ათეულში ესტონეთის შემდეგ არის შვეიცარია, კანადა და ნიდერლანდები. ამავე თემაზე: რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები წაკითხულის …
Continue reading “ესტონური სასკოლო განათლება ევროპაში კვლავ საუკეთესოა – PISA-ს კვლევა”
ესტონეთში 15-ჯერ იზრდება ჯარიმა სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან
ესტონეთში პირველი აგვისტოდან 15-ჯერ იზრდება ჯარიმა იმ სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან. ჯარიმა 10 000-მდე ევრო იქნება. გარდა ამისა, ესტონეთის ენის დეპარტამენტი დაიწყებს შემოწმებას, რამდენად იციან მასწავლებლებმა ესტონური ენა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონური მედია ავრცელებს. აქამდე ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ესტონეთის ენის დეპარტამენტს შეეძლო დაეკისრებიან მასწავლებლებისა და სკოლებისთვის, სადაც ენის მოთხოვნები არ იყო დაკმაყოფილებული, …
Continue reading “ესტონეთში 15-ჯერ იზრდება ჯარიმა სკოლებისთვის, სადაც ესტონური ენა არ იციან”
თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას
რუსეთს ესტონეთში ელჩი აღარ ეყოლება, ტალინმაც უნდა გაიყვანოს საკუთარი ელჩი მოსკოვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალურმა ტალინმა მოითხოვა რუსეთის საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება. ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ესტონეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს და ესტონეთის ხელისუფლების ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს. ესტონეთმა …
Continue reading “თებერვლიდან ესტონეთი რუსეთის ელჩს გააძევებს, რუსეთი – ესტონეთისას”
კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს. მინისტრის თქმით, ესტონეთი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ამ საკითხზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევაში. სწორედ ამ მიზნით შეხვდა რამდენიმე დღის წინ რეინსალუ უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. „ეს მოითხოვს …
Continue reading “კაცობრიობას ახალი ნიურნბერგი სჭირდება – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”
რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში ვეღარ ისწავლიან – ქვეყანამ ვიზის გაცემა შეზღუდა
ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა შეუზღუდოს რუსეთის მოქალაქეებს განაცხადი დროებით ბინადრობაზე ან ვიზის გაცემაზე ესტონეთში სწავლის მიზნით. გარდა ამისა, ესტონეთში, რუსეთისთვის უკვე დაწესებულ სანქციებში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ესტონეთში მოკლევადიან სამუშაოებზე რეგისტრაცია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემული ვიზით. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის ეროვნული მაუწყებელი ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, …
Continue reading “რუსეთის მოქალაქეები ესტონეთში ვეღარ ისწავლიან – ქვეყანამ ვიზის გაცემა შეზღუდა”
ტალინიდან პირველი ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა
27 ივნისს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა. ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას. ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ის ჩარტერული რეისები ბათუმში ტალინიდან კვირაში ერთხელ, Airbus A320 საჰაერო ხომალდით შესრულდება. ტალინიდან ჩამოფრენილ მგზავრებს ბათუმის აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დახვდა. „ესტონეთი აჭარისთვის ახალი ტურისტული ბაზარია, …
Continue reading “ტალინიდან პირველი ჩარტერული რეისით ბათუმში 180 ტურისტი ჩამოვიდა”