აჭარაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც რეგიონის ოპოზიციის წარმომადგენლებიც შედიან, დღეს, 15 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე არმაზ ახლედიანის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც პრეზიდენტს წარუდგენენ. „საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა შესთავაზეს პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის შემოგვთავაზეს ჩვენც. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი კონსულტაციებს გადის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ეს არის მისი პირველი რიგის ვალდებულება, შესაბამისად, ამათგან უნდა მოისმინოს კანდიდატები. …
Tag Archives: ენმ
ენმ: ვითხოვთ მთავრობისგან განმარტებას, რა აუცილებელი იყო რუსული ფესტივალის გამართვა
30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალს „21-ე საუკუნის ბავშვები“, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. პარტიის წარმომადგენლის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები“ შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში. „პროექტის ძირითადი მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი“, რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები, რუსეთის კულტურის სამინისტრო, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსეთის საელჩოები …
დატოვა თუ არა ენმ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ – ლევან ვარშალომიძის განმარტება
ზოგიერთი ონლაინ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ვარშალომიძემ პარტია დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. „ჭორია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, – უთხრა “ბათუმელებს” ლევან ვარშალომიძემ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ინფორმაცია ერთ-ერთი ლიდერის ენმ-იდან წასვლის შესახებ, ხელისუფლებამ გაავრცელა. “ხელისუფლებას მეტი რომ არაფერი დარჩა …
ენმ: მოძალადე საკრებულოს წევრები დაისაჯონ და შეუწყდეთ უფლებამოსილება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია ოზურგეთში გუშინ, 15 ივნისს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. [checklist] „დაუყოვნებლივ, პოლიციის მიერ დაკავებული იქნან და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი „ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს წევრები და შეუწყდეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციაზე უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიცია არ ახდენს რეაგირებას.“ …
Continue reading “ენმ: მოძალადე საკრებულოს წევრები დაისაჯონ და შეუწყდეთ უფლებამოსილება”
ხულოს მერი უარყოფს ენმ-ის ინფორმაციას მერიის შენობაში მუსლიმური სასწავლებლის გახსნაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხულოს მერიის შენობის გასხვისებას აპირებს. ასმათ დიასამიძის თქმით, შენობის შესყიდვას თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯია“ აპირებს, სადაც ის სასულიერო სასწავლებლის გახსნას გეგმავს. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიის შენობის გასხვისება იგეგმება. როგორც ვიცით, ამ შენობის ყიდვას კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ მფლობელი აპირებს და ის შენობაში თურქული სასწავლებლის …
სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილს და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ კირტავას, ქობულეთის სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი გზის რეკონსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ეს გზა ერთხელ უკვე …
Continue reading “სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ”
ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან
ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“ შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა. ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან”
ენმ-ის თქმით, წუხელ მათ აბაშიძის დროინდელი თანამდებობის პირები დაესხნენ თავს – ივანიშვილის ხეები
დღეს, 30 აპრილს, გამთენიისას, ციხისძირში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. ენმ-ის განცხადებით „ბიძინა ივანიშვილს გადაჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხე. ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის და ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მოითხოვეს დოკუმენტების წარმოდგენა და უკანონობის აღკვეთა. ასობით პოლიციელის თვალწინ ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა, თენგიზ შავიშვილი თავს …
ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
წუხელ, გვიან ღამით, ციხისძირში, დაახლოებით 20-30 პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. კონფლიქტის ორი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნოდარ დუმბაძე და ქობულეთის საკრებულოს წევრი, ბონდო თედორაძე იყო. მათი განცხადებით, დაპირისპირება ენმ-ს წევრებსა და ციხისძირში მცხოვრებ შავიშვილებს შორის მოხდა, რომელთა კომპანიასაც ციხისძირიდან ივანიშვილის პარკში ქაფურის ხე გადაჰქონდა. „ბათუმელებთან“ საუბარში ბონდო თედორაძე ამბობს, რომ მათ ციხისძირიდან ხის გადატანის დროს …
Continue reading “ივანიშვილის ხის გადატანის გამო მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო”
გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ
„აქ ვართ ჩვენც და ხეც“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძემ. ენმ-ის წევრები დღეს, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმყოფებიან და გიგანტური ევკალიპტის გადატანას აპროტესტებენ. ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ხის ტრანსპორტირება უნებართვოდ ხდება და მათი მოთხოვნის მიუხედავად გადამზიდავმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა: „ჩვენ ვითხოვთ, რომ ხე დაბრუნდეს უკან და …
Continue reading “გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ”
ბათუმის საკრებულომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადების გაკეთებას მხარი არ დაუჭირა
დღეს, 16 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს, დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი, რომლითაც უნდა მიემართათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის, რომ რუსულ ოკუპაციასთან და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულიყო. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმის საკრებულო არის ამ ასოციაციის წევრი, ამიტომ მათ უფლება აქვთ მიმართონ, რათა …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ რუსულ ოკუპაციაზე განცხადების გაკეთებას მხარი არ დაუჭირა”
რატომ აპატია პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას
ბათუმის საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ შორის, კორუფციული გარიგება იკვეთება. კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა 2017 წლის 19 დეკემბრამდე უნდა მიეღო, თუმცა ვერ მიიღო. ამის მიუხედავად, ის სამშენებლო სამუშაოებს …
Continue reading “რატომ აპატია პირგასამტეხლო აჭარის მთავრობამ კერძო კომპანიას”
რატომ ასაიდუმლოებს აჭარის მთავრობა სოსო გოგიტიძის ქონებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს
ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხზე აჭარის მთავრობამ ოპოზიცია „ტყუილში“ დაადანაშაულა, მაგრამ საპასუხო განცხადებაში თავადაც მოიტყუა: აჭარის მთავრობამ გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება ენვერ ცეცხლაძემ [გოგიტიძის დისშვილმა] ბათუმის და ქუთაისის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ენვერ ცეცხლაძის სარჩელი არ განუხილავს და, შესაბამისად, არც მისთვის ქონების აღდგენაზე …
ენმ ბათუმში პარტიის ოფისს იცვლის
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე არსებულ სამსართულიან ოფისს ცლის და ამავე ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის გვერდით არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ქირით გადადის. ენმ-ს წარმომადგენლის, გელა დეკანაძის თქმით, ოფისისთვის ფართობს კერძო პირისგან, გია პაპუნიძისგან ქირაობენ, თუმცა ქირის საფასურს არ ასახელებენ. „ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება და ქირის ფასი მოლაპარაკების საგანია,“ – ამბობს დეკანაძე. ენმ-მ შენობა ბათუმში, სადაც პარტიის …
აჭარის მთავრობა ენმ-ის აქციას ეხმაურება
აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება. მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ …
აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა
აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ – მათ ქუჩის გადაკეტვის ნებართვა არ აქვთ. ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. …
Continue reading “აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა”
„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა
ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძეც. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია ხეების გლეჯვის და სწორედ ამიტომ მივიდა აქციაზე პოზიციის გამოსახატად. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. „თუ არ გამოვა ათ …
Continue reading “„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ – ენმ-ის საპროტესტო აქციაზე მურმან დუმბაძეც მივიდა”
ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება
დღეს, 26 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რეზო ხარაზმა, ბათუმში ასლან აბაშიძის ცოლისძმის და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ყოფილ ქონებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ქონება, რომელიც უშიშროების ყოფილ მინისტრს სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩამოართვა, 2016 წლის 29 დეკემბერს, სოსო გოგიტიძის დისშვილს, ენვერ ცეცხლაძეს სასამართლო განჩინებით სახელმწიფომ დაუბრუნა. ამის შესახებ „ბათუმელები“, 23 თებერვალს წერდა. …
Continue reading “ენმ-ი სოსო გოგიტიძის ჩამორთმეული ქონების მისი დისშვილისთვის დაბრუნებას ეხმაურება”
ბაღის პედაგოგებს ხელფასები მინიმუმ ასი ლარით უნდა გაეზარდოთ – ინიციატივა საკრებულოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივით ბათუმის საკრებულოს მიმართავენ. „განცხადებას თან ერთვის განმარტებითი ბარათი, თუ რატომ უნდა გაეზარდოთ საბავშვო ბაღის პედაგოგებს ხელფასები მინიმუმ ასი ლარით. რადგან ბიუჯეტის კორექტირების ექსკლუზიური უფლება მერიას აქვს, ჩვენ ვთხოვთ საკრებულოს, მოიწონონ ჩვენი ინიციატივა და შემდეგ მიმართონ მერიას, რომ ხელფასის გაზრდისთვის საჭირო თანხები გამონახოს ბიუჯეტში,“ – ამბობს …
ყოფილი პატრული: პოლიციელები ვერ სარგებლობენ შვებულებით და 24 საათი მუშაობენ
„პოლიციელებს საშუალებას არ აძლევენ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შვებულებით. ასევე ირღვევა მათი სამუშაო დრო და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არის შემთხვევები, როცა მათ არც „სმენებს“ შორის ეძლევათ დასვენების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ხალვაშმა, ბრიფინგზე. „ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს კონკრეტული ადამიანები, ვინც ვერ სარგებლობს შვებულებით ან არანორმირებული გრაფიკით მუშაობენ, …
Continue reading “ყოფილი პატრული: პოლიციელები ვერ სარგებლობენ შვებულებით და 24 საათი მუშაობენ”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწევა, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მირდატ ქამადაძე ერთი კვირის წინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა. „მირდატ ქამადაძის მხრიდან ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. როგორც ცნობილია, ის წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და ირკვევა, რომ …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა კანონს არღვევს”
ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ
დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ სოციალური საცხოვრებელი უნდა გადასცეს და ამ დასახლების ახლოს ინდუსტრიული ზონა შექმნას, სადაც ეს ოჯახები დასაქმდებიან. გია აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების პრობლემას ვერ მოაგვარებს. „ხელისუფლებას ვთავაზოთ გამოსავალს. 2013 წლამდე …
Continue reading “ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ”
„მზიურის“ მყიდველს ვალდებულების შესრულება არ დაუწყია – ტერიტორიიდან მხოლოდ ხეები გაიტანეს
მახინჯაურში „მზიურის“ ტერიტორია 2016 წელს გაყიდა აჭარის მთავრობამ. მყიდველს აქ 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვე უკვე გავიდა, მაგრამ ტერიტორიაზე არავითარი სამუშაოები არ დაუწყიათ. ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები სწორედ ამ ტერიტორიიდან გაჰქონდათ. ყოფილ პანსიონატ „მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან, გია აბულაძემ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოუწოდა, „დაიწყოს …
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 300-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დაწესების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა. „ჩვენ შევისწავლით წინადადებას, შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში დამატებით მივიღებთ ზომებს. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს აჭარაში მუშაობს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები. ის პროგრამები, რომელიც დღეს მუშაობს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებულად სხვადასხვა სამინისტროში, მათ შორის ჯანდაცვის …
Continue reading “აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ენმ-ის ინიციატივაზე – ჩვენ შევისწავლით წინადადებას”
აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე
აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ …
Continue reading “აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე”
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ასმათ დიასამიძე აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობიდან ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რაც ნაწილობრივ მიაწოდეს. „არაერთხელ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან მათი წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ვგულისხმობ სტუმრებზე გაწეულ ხარჯებს, რა დელეგაციები ჩამოდიოდა და ა.შ. ვინაიდან ვერ მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღეს სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რომ იქნებ ზემდგომი …
Continue reading “უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის”
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს
დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ 19 ხმით აირჩია. მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს”
ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები
„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული, ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე. საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის …
Continue reading “ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები”
დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა კონკრეტული თანამდებობის პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში. „ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ …
Continue reading “დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება”
„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე: „ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება”
ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია, – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა …
Continue reading “ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული”
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …
Continue reading “ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა”
ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა
ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა …
Continue reading “ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა”
ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის …
Continue reading “ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს”
ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და ამავე პარტიის აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. ენმ-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადააქვთ. „მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის …
Continue reading “ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს”
ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს
დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 …
Continue reading “ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს”