როგორ აისახება „ინტერ რაოს“ დასანქცირება საქართველოზე – კომენტარი

„ბანკებს ანგარიშებს დაუკეტავენ, თუ ესენი გააგრძელებენ ლარში ოპერირებას. ეროვნული ბანკი რისკის ქვეშ აყენებს ამ განცხადებით ქართულ ბანკებს“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ვესაუბრეთ თემაზე – როგორ აისახება პრაქტიკულად მომხმარებლებზე „თელასის“ საბოლოო მფლობელის – რუსული კომპანიის დასანქცირება? არის გამოსავალი ეროვნული ბანკის განაცხადი, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ? ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2026 წლის …

გაზი, შესაძლოა, გაძვირდეს, ხელშეკრულებას ვადა ეწურება – ინტერვიუ

„მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას, რაც აქამდე გვქონდა… სავარაუდოდ დაახლოებით 60-70 მილიონით მეტი გვექნება გადასახდელი გაზის იმავე მოცულობისთვის, რასაც მანამდე ვიღებდით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. მას საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული 20-წლიანი ხელშეკრულების ვადის 2026 წელს დასრულებაზე ვესაუბრეთ. ბოლო 20 წელი 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წლიურად [2025 წელს, მაგალითად, …

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ …

ედისონის ცენტრი 4 ოქტომბერს ბათუმში საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას გამართავს

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრმა ოპერირება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია. კონფერენცია ორ ეტაპად – პირველ ოქტომბერს თბილისში, ხოლო 4 ოქტომბერს ბათუმში სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება. ღონისძიებას ლატვიის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ენერგეტიკოსთა ასოციაციის ექსპერტები გაუძღვებიან. ბათუმის ღონისძიებაზე ერთ-ერთი საკითხი აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ პრობლემური თემები იქნება. …

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის მიმართა. შესყიდვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობას ეხება. პროექტის ღირებულება 174 837 546 აშშ დოლარია. „აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის Lump sum ფასს [144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით …

კომპანიის წახალისება მომხმარებლის ტარიფის ზრდის ხარჯზე – სემეკი ახალ მექანიზმზე მუშაობს 

ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ სემეკში წახალისებისა და სანქცირების მექანიზმის დაწესებაზე მსჯელობენ. მომარაგების საიმედოობის ხარისხის შესაბამისად, მიმწოდებელი კომპანია შეიძლება წაახალისონ ან პირიქით, დააჯარიმონ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აისახება სამომხმარებლო ტარიფზე. არსებული პროექტის მიხედვით, თუ მომსახურების ხარისხი ცუდია, კომპანიას დააჯარიმებენ და შეუმცირებენ სამომხმარებლო ტარიფს, მაგრამ თუ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, წაახალისებენ და გაუზრდიან სამომხმარებლო …

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ. ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში …

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში. ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, …

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

 

სემეკი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფის კორექტირებაზე 23 ივლისს იმსჯელებს. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტარიფის გადახედვა მიმდინარე წლის აპრილში მოითხოვა. ტარიფების კორექტირების თაობაზე კომისიას აპრილში კიდევ სამმა კომპანიამ მიმართა: “ჯიფაუერმა”, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ და „მტკვარი ენერგეტიკამ“. სამივეს სარეალიზაციო ზღვრული ტარიფი სემეკმა დღეს გაუზარდა. მათგან ერთ-ერთი – „ჯიფაუერი“ კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა.

ბათუმი-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ქონების გამოსყიდვა იწყება

 

მთავრობის განკარგულებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას დაევალა მოახდინოს ახალციხიდან ბათუმამდე 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისგან მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (ქონების) სარეგისტრაციო თანხის ანაზღაურება, საჭირო მიწის ნაკვეთების და ქონების გამოსყიდვა და სხვა სახის კომპენსაციის გაცემა. 

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დღეს, 24 ივნისს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00–დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 750 აბონენტს ქობულეთში; ხოლო ხვალ, 25 ივნისს 11:00–დან 16:00 საათამდე 1395 აბონენტს ზემო აჭარაში.

ბათუმში თამარის დასახლებას ელექტროენერგია 1 ივნისს შეზღუდვებით მიეწოდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 1 ივნისს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ბათუმში, თამარის დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის მონაცემებით შეზღუდვები ბათუმის თამარის დასახლებაში [ბნქ] 3766 აბონენტს შეეხება. დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე მახინჯაურსა და ხელვაჩაურში

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 28 მაისს, დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1805 აბონენტს დაბა მახინჯაურსა და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ინფორმაციით დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამავე მიზეზით შეეზღუდება დენის მიწოდება ხვალ, 29 მაისს 11:00–დან 18:00 საათამდე 541 აბონენტს ხელვაჩაურში.

„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

 

უსაფრთხოების წესების დაცვასა და ელექტროენერგიის გახშირებულ გამორთვასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ირაკლი ვახტანგიძე ესაუბრება.

Exit mobile version