კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ განცხადებით ეხმიანება „მთავარი არხის“ სიუჟეტს „შუახევიჰესთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ჰესის ოპერირება უსაფრთხოა. „გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. 2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად …
Tag Archives: დიდაჭარა
დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 10 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის. რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 10 …
Continue reading “დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება”
დათოვლილი დიდაჭარა | ფოტორეპორტაჟი
ეს ხულოს სოფელი დიდაჭარაა. ფოტოები „ბათუმელებისთვის“ ავთო შერვაშიძემ დრონით გადაიღო დღეს, 8 იანვარს. მისი თქმით, დიდაჭარაში თოვლის სიმაღლე 70 სანტიმეტრზე მეტია. ამავე თემაზე: თოვლი და პრობლემები მაღალმთიან აჭარაში
რა ელის ხულოში, დიდაჭარაში მდებარე ჭადრაკის სახლს – მერიის პასუხი
რა ელის ხულოს სოფელ დიდაჭარაში 1985 წელს აგებულ ჭადრაკის ხის სახლს, რომელიც დაზიანებულია? – ხულოს მერიის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილია დიდაჭარის ჭადრაკის სახლის ამორტიზებული მდგომარეობის შესახებ. „ჩვენს გვყავს დიდაჭარაში წარმომადგენელი, შესაბამისი სამსახურიც ინფორმირებულია და ვიცით, როგორც წარმომადგენლისგან, ასევე მოსახლეობისგან ჭადრაკის სახლის მდგომარეობა. ჩვენც არაერთხელ ვნახეთ ეს შენობა. ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში არ …
Continue reading “რა ელის ხულოში, დიდაჭარაში მდებარე ჭადრაკის სახლს – მერიის პასუხი”
რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში
ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ. როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში. …
Continue reading “რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში”
დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს
მიშა ბოცვაძე ისტორიის მასწავლებელი იყო თბილისიდან და ის დიდაჭარაში გახსნილ პირველ ქართულ სკოლაში ასწავლიდა. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ისტორიკოსს დიდაჭარიდან გაძევებას უპირებდნენ ფუნდამენტალისტები. თუმცა მიშა დიდაჭარლებმა საბძელში, თივაში დამალეს. “სოფელ დიდაჭარაში პირველი ქართული სკოლა ოროთახიან შენობაში 1924 წელს გაიხსნა. ისტორიის მასწავლებლად თბილისიდან მოიწვიეს მიშა ბოცვაძე, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ხულო, სოფელი დიდაჭარა და დიდაჭარლები. ამ სოფლის …
Continue reading “დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს”
დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ფოტოამბავი
წელს აჭარის მთებში, განსაკუთრებით კი ხულოს სოფლებში დიდი თოვლი მოვიდა. სოფლები უკვე რამდენიმე დღეა პრაქტიკულად მოწყვეტილია გარესამყაროს – ტრანსპორტით გადაადგილება ჭირს. ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება. დათოვლილი ღამის დიდაჭარა – ავთო შერვაშიძის ფოტორეპორტაჟი
ზამთრის ღამე აჭარის სოფელში | ფოტორეპორტაჟი
ხულოს სოფლები განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, თოვლიან ღამეს. დათოვლილი ნაძვები, ხის სახლები, შეშის ღუმელი, ყვითელი შუქი ფანჯრებში, გატკეპნილი თოვლიანი ბილიკები და ზამთრის სასიამოვნო სუსხი. ფოტოები სოფელ დიდაჭარაში გადაიღო ავთო შერვაშიძემ.
ჩვენ შეგვეძლო ქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ ვამჯობინებთ სოფელი – ოჯახი დიდაჭარიდან
მაისში აჭარაში განსაკუთრებული სურნელია. მთისკენ თუ აიღებთ გეზს, გირჩევთ, ავტომანქანის ფანჯრები ბოლომდე ჩამოსწიოთ. კი არის ყველაფერი მწვანე, მაგრამ აკაციის ყვავილები თავის თეთრ ხაზებს აუცილებლად გამოკვეთს ამ პეიზაჟში და კრიალა ჰაერსაც გააჯერებს გამაბრუებელი ნექტრის სურნელით. მთიან აჭარაში ამ დროს მიწა უკვე დამუშავებულია და მოსახლეობა ძირითადად ნარგავების განაწილებით არის დაკავებული. ამ მშვენიერ გზაზე ერთ ოჯახში შევჩერდებით, ფუტკრებივით …
Continue reading “ჩვენ შეგვეძლო ქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ ვამჯობინებთ სოფელი – ოჯახი დიდაჭარიდან”
არჩევნების შედეგები დიდაჭარაში: „ნაციონალური მოძრაობა“ 278 ხმა, „ოცნება“ – 229 ხმა –
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით. ეს ის სოფელია, სადაც რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ შეუშვეს. ამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა კი ფეისბუქლაივით გავრცელდა. უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობამ” ყველა სხვა პარტიაზე მეტი ხმა მიიღო. უბანზე არჩევანი 662 ამომრჩეველმა დააფიქსირა, აქედან 278 ხმა მიიღო …
დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი
ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 …
Continue reading “დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი”
“სოფელი შეივსო” – რა შეცვალა დიდაჭარაში COVID-19-მა [ვიდეო]
ნოდარ მელაძე ზემოაჭარაში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფლის ცენტრში მაღაზია აქვს და ვაჭრობს. კორონავირუსმა და მისმა თანმხლებმა აკრძალვებმა ის თან გაახარა და თან დაამწუხრა. უხარია იმიტომ, რომ მისი სოფელი ხალხით გაივსო. „კორონავირუსამდე დაცლილი იყო სოფელი, ახლა კი ყველა სახლში შუქი ანთია და ყველა სახლიდან კვამლი ამოდის“, – გვიყვება ნოდარ მელაძე. მას სხვა წუხილიც აქვს და ეს …
Continue reading ““სოფელი შეივსო” – რა შეცვალა დიდაჭარაში COVID-19-მა [ვიდეო]”
ინგლისური ინტერნეტით ვისწავლე – ბიჭი ხულოდან, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა
გოგიტა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – დიდაჭარაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს და დაბა ხულოდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. გოგიტას ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობს და ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. როგორ მოახერხა გოგიტამ ინგლისური ენა ისე შეესწავლა, რომ „სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოს“ სტუდენტი გახდა, სადაც კონსტრუქციული ინჟინერია არა ქართულად, არამედ ინგლისურ ენაზე უნდა …
„ხულოს სახელი უნდა შეეცვალოს და ეწოდოს დიდაჭარა“ – საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს
„ქართველ ხალხს გენში გვაქვს სიძველის პატივისცემა, უძველესი კულტურით და მიღწევებით სიამაყე… ვთვლით, რომ ხულოს რაიონს უნდა შეეცვალოს სახელი სიძველით და უნდა ეწოდოს დიდაჭარის რაიონი,“ – წერია წერილში, რომლის შეტანასაც საინიციატივო ჯგუფი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში აპირებს. „არსად არ გვეჩქარება ჯერ, ხელმოწერებს ვაგროვებთ, იმდენია, ვეღარ ვითვლით. ჯერ ხალხმა კარგად უნდა გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ექსპერტების დასკვნებსაც ველოდები, …
ხულო, დიდაჭარის კაშხალი [ფოტო]
დიდაჭარის კაშხალი ხულოს მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზეა აგებული. სოფელი დიდაჭარა ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. კაშხალი დაბა ხულოდან დაახლოებით 6 კილომეტრში, ხოლო სოფელ დიდაჭარიდან, დასახლებული პუნქტიდან, 1,5 კილომეტრში მდებარეობს. დიდაჭარის კაშხალი ჰესების მშენებელმა კომპანიამ – „აგე ბათუმმა“ ააშენა, რომელიც „აჭარისწყალი ჯორჯიას“ კონტრაქტორი კომპანიაა.
საგაზაფხულო სამუშაოები დიდაჭარაში [ფოტორეპორტაჟი]
ხულოში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ დიდაჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.
აჭარის მაღალმთიანეთში გათოვდა [ვიდეო]
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში თოვს. ვიდეო: ნინო ხიმშიაშვილი