ჯიპიაი ჰოლდინგმა ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა – თანამედროვე სივრცე სრული სადაზღვევო მომსახურებისთვის

15 ივლისს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბათუმში ახალი ფილიალი გახსნა. დღეიდან, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #30-ში შესაძლებელი იქნება სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს ჰპირდება, რომ უფრო დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ სივრცეში მეტად ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. აქ შესაძლებელი იქნება როგორც დაზღვევის შეძენა, ისე მოქმედ პოლისებთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურების მიღება. „ბათუმი …

საქართველოში ტურისტი სავალდებულო დაზღვევის გარეშე ვერ შემოვა – ახალი წესი იანვრიდან ამოქმედდება

„ოცნების“ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემომსვლელი ტურისტისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის [პოლისის] ქონა აუცილებელი იქნება. დადგენილება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 26 დეკემბერს მოაწერა. ამ დადგენილების მიხედვით, …

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 500 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „მოდუსს“

წელს ადრე გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, გურიასა და იმერეთში უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ქონებას, ასევე, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს. ბიზნესს ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიდგა – ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები. კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი …

„აუცილებელია დაზღვევა გქონდეს“ – მეწარმე, რომელსაც თოვლმა საქონელი გაუნადგურა

„ღამით მოხდა და არა დღისით, თორემ აქ სულ ხალხი მოძრაობს და საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა“ – ამბობს ქუთაისელი კახაბერ თავაძე, რომლის ავეჯის საწყობის სახურავიც 2025 წლის თებერვალში, საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა ჩამოანგრია. ზარალი დიდი იყო. სტიქიამ სრულად გაანადგურა დასაწყობებული ავეჯი. კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს. მათ შორის აღმოჩნდა კახაბერ თავაძის …

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 1 100 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა „აჭარა ტექსტილს“

წელს გურიაში, აჭარასა და იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა უპრეცედენტოდ დიდი მატერიალური და ფინანსური ზიანი მიაყენა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩამოინგრა შენობების სახურავები, განადგურდა მანქანა – დანადგარები, საწყობებში არსებული საქონელი და მარაგები. კომპანიებმა, რომელთა ქონება „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული, ზარალის კომპენსაცია უკვე მიიღეს. „ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო, როგორც მსხვილი, …

„ჯიპიაის“ კონფერენცია – „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში  კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები …

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვითარების და ზრდის პერსპექტივები  – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის. კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგის“  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი  კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა  სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. …

ფორმალური დაზღვევა მუშებისთვის

16 ივლისი თბილისში კიდევ ერთი მუშის დაღუპვით დაიწყო. სამშენებლო ობიექტებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მზარდია იმის მიუხედავად, რომ კანონით უსაფრთხოების კუთხით კონკრეტული რეგულაციების დაცვა სავალდებულო გახდა. სავალდებულო გახდა მშენებელი მუშების დაზღვევაც – კანონმა სამშენებლო კომპანიებს 2019 წლის პირველი იანვრიდან დაავალა ყველა მუშის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა. 80 პროცენტი დააზღვიეს კიდეც, თუმცა მშენებელი მუშა, მესამე სექტორი, …

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს შეცდომები არ მოსულა

თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ომსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან. სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან …

რამდენად დააზიანა მანდარინი სეტყვამ

ციტრუსის მოსავლის რა ნაწილი დააზიანა სეტყვამ? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ზუსტი მონაცემები ჯერ არ აქვთ. სამინისტრო მეციტრუსეებს მოუწოდებს, დროულად დარეკონ ცხელ ხაზზე, თუკი მოსავალი დაზღვეულია. „მანდარინის სპეციფიკა ვიცით, სეტყვის დროს არ ეტყობა და ნაყოფს ემჩნევა სადღაც 7-8 დღის შემდეგ. ამ პერიოდში მოხდება ბაღების დათვალიერება და შემდეგ დავითვლით ზარალს. მეციტრუსეებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ …

სასათბურე მეურნეობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „V&T Agro“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ სასამართლოში უჩივის. უკრაინელი ბიზნესმენების მიერ დაარსებული ეს კომპანია ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმ სასათბურე მეურნეობას ფლობს, რომელიც გასული წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს ჩამოინგრა. კომპანია ზარალის 80%-ის ანაზღურებას ითხოვს, რასაც სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. „სათბურის თოვლისგან განადგურების შემდეგ, აპრილში ადგილზე ჩამოვიდნენ ექსპერტები და თქვეს, რომ რამდენიმე დღეში დაიდებოდა დასკვნა. „ალდაგი“ …

სეტყვამ მანდარინი დააზიანა

“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც …

Exit mobile version