„ზურაბიშვილი ოცნების გუნდის წევრი არც ყოფილა“ – „ოცნების“ დეპუტატები ბათუმში

„პრემიერმა განმარტა“ – გვიპასუხეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, რომლებსაც ვკითხეთ, რამდენად სამართლიანი იყო მათთვის კრიტიკა ამჯერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ცილისწამებაა სინამდვილეში. დღეს, 15 მარტს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ მთავრობა სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია“ – ეს შეფასება უკვე დადო ორგანიზაცია IDFI-მ და თავის …

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ენმ-ის დეპუტატი “ოცნების” დეპუტატს

„შენ სამშობლოს ღალატში იღებ ახლა ხელფასს, გაიგე?“ – ამ სიტყვებით უმაღლესი საბჭოს წევრმა, ენმ-იდან ელგუჯა ბაგრატიონმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძეს მიმართა. დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, რომლებმაც რეზოლუცია 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ითხოვდნენ, რომ უმაღლეს საბჭოს დღეს, 28 თებერვალს, გაეტანა ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის საკითხი. …

ბათუმელი ჩინოვნიკები პარიზში გამოფენაზე ბიუჯეტის ხარჯით

აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საფრანგეთში, პარიზში არტ-კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, ცხრა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენა 11 თებერვალს გაიხსნა და ერთ კვირას გაგრძელდება. აჭარიდან “არტ კაპიტალზე” გამოფენილია მხატვრების – აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის ნამუშევრები. ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საკრებულოს წევრი, ასევე …

უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ქართული ოცნება -აჭარას“ ხელმძღვანელიცაა. „არ ვაპირებ ამ ეტაპზე უმრავლესობის დატოვებას. მე, პირადად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ წავიდე უმრავლესობიდან“, – ამბობს დავით ბაციკაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება პარლამენტის მხრიდან საკმარისი საფუძველი ამ გადაწყვეტილების მისაღებად. …

სამ თვეში სექსუალურ შევიწროებაზე აჭარიდან 5 საჩივარი შევიდა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი – ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი – დიანა დავითაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი – ნატი გელოვანი. საუბარი შეეხებოდა 3 თვის …

როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც …

რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …

რამდენი ლარით დაჯარიმდება უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც სხდომას გააცდენს

დეპუტატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს პლენარულ ან კომისიის სხდომას გააცდენს, თანამდებობრივი სარგოს ერთი დღის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ჩანაწერი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში 2005 წლიდან არსებობს, მაგრამ „არების“ მქონე დეპუტატებს ვერ აჯარიმებდნენ. მიზეზი ამავე რეგლამენტის ჩანაწერი იყო, რომლის მიხედვითაც „ოჯახური პირობების გამო“ სხდომის გაცდენა საპატიო მიზეზად მიიჩნეოდა. 2018 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ სატელეფონო ზარი და იმის თქმა, რომ …

ვინ ხარჯავს ყველაზე მეტ საწვავს უმაღლეს საბჭოში

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შემდეგ, დეპუტატებს შორის ყველაზე მეტ საწვავს დავით ბაციკაძე ხარჯავს, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ ხელმძღვანელი. იგი რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ არის. პირველ ოთხ თვეში მან ზუსტად 1578 ლიტრი საწვავი დახარჯა. „გასდიოდა მანქანას, ამიტომ გამოვიდა ამდენი,“ – გვითხრა დეპუტატმა. დავით ბაციკაძის განმარტებით, ავტომანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რაც ახლა დაფიქსირდა და შემდეგ თვეებში ამ …

Exit mobile version