გონიოში იყიდება აგარაკი (ორი სართული), 3 ოთახი (2 საძინებელი), საცხოვრებელი ფართობი: 78 კვ/მ, ეზო: 200 კვ/მ, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, სველი წერტილით, პარკინგის ადგილით, საუკეთესო ხედებით.სახლი აშენებულია 4 წლის წინ, მდებარეობს ფერდობზე, ტყესთან ახლოს, ზღვიდან 700 მეტრში. ფასი.: 68 ათასი აშშ დოლარი. მობ.: 592 07 12 12.
Tag Archives: გონიო
პოლიციელებმა გონიოელებს კარვის აღება აიძულეს და ერთი მონაწილე დააკავეს
გონიოელებს კარვის აღება პოლიციელებმა აიძულეს. კარავი საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ჰქონდათ გაშლილი, აჭარის მთავრობის სახლის წინ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ათეულობით პოლიციელი ადგილზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა გონიოელებმა ქუჩა გადაკეტეს და მეგაფონიდან მიმართეს აჭარის მთავრობას. “მოვიდეს პოლიციელი პოლიციელის ფორმით და მას დავემორჩილები”, – მიმართა სამოქალაქო ფორმიან სამართალდამცველს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ენვერ ირემაძემ. ამ …
Continue reading “პოლიციელებმა გონიოელებს კარვის აღება აიძულეს და ერთი მონაწილე დააკავეს”
გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს
გონიოელებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობასთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს. ისინი არ აპირებენ დაშლას, ვიდრე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია სხდომას არ გამართავს და გონიოს მიწების საკითხს არ განიხილავს. საკრებულოს წინ გაშლილ ლეიბებზე გაწოლილი რამდენიმე გონიოელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შიმშილობასაც დაიწყებენ. „საკრებულოს წევრებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, გვატყუებენ. ირაკლი ჭეიშვილიც დამპირდა, რომ მაისის ბოლომდე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. პატიოსანი …
Continue reading “გონიოელებმა მორიგეობა ბათუმის საკრებულოს შენობასთან დაიწყეს”
გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს
რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ – გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის …
Continue reading “გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს”
გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ
გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს. გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და …
სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება
გონიოს სამხედრო პოლიგონზე ვადაგასული ჭურვების აფეთქება კვლავ გრძელდება. რამდენიმე თვის წინ, აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებთა სახლებზე ჩამტვრეული მინების (რომელიც გონიოს საკრებულომ აღრიცხა) სანაცვლოდ – ახალი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიღო. დანარჩენები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილი მინები საკრებულომ გაყიდა. „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ კახიძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამხედროებისაგან 150 კვ. …
Continue reading “სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება”
გონიოს მიტინგმა საკრებულოს თავმჯდომარე ჩამოაქვეითა
სოფელ გონიოში ნაციონალების მხარდამჭერთა მიტინგი საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა. თავად ზურა კახიძის თქმით, „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავდექი, გადავიღალე. დღეს ხელისუფლებაში მუშაობა, სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობასთან ურთიერთობა, ძალიან ძნელია, უამრავი პრობლემაა გადასაწყვეტი“. თუმცა, ყოფილი საკრებულოს თავჯდომარე ისევ საკრებულოს თანამშრომლად რჩება, ამ დღეებში გადაწყდება მისი მოადგილედ დანიშვნის საკითხი. „გაზეთი ბათუმელები“ ახალ თავმჯდომარეს …
Continue reading “გონიოს მიტინგმა საკრებულოს თავმჯდომარე ჩამოაქვეითა”