საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, საჯარო სკოლებში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ იმიტომ ტარდება, რომ თავად კანდიდატებმა გააკეთეს თითო სკოლაზე განაცხადი. თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ კანდიდატების საკმაოდ დიდ ნაწილს რამდენიმე სკოლაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, თუმცა სამინისტრომ მათი კანდიდატურები მითითებული სკოლებიდან არც ერთ სკოლაში არ წარადგინა. ასეთია, მაგალითად, გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი და ასევე, დირექტორობის …
Tag Archives: გიორგი ჭაუჭიძე
„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე, გარე დაკვირვების გადადებას, რომელიც განათლების მინისტრის 13 მაისის ბრძანებით განისაზრა, უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამინისტროს გარე დაკვირვების გავლის სანაცვლოდ პედაგოგებისთვის, სტატუსის ასამაღლებლად, სხვა წინადადება უნდა შეეთავაზებინა. ეს სამინისტრომ არ გაითვალისწინა. მის აზრს ძალიან ბევრი პედაგოგი იზიარებს. რას და რატომ აპროტესტებენ პედაგოგები? ამის შესახებ „ბათუმელები“ გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა, …
Continue reading “„ეს არის უსამართლობა“ – გიორგი ჭაუჭიძე გარე დაკვირვების გადადებაზე”
როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …
Continue reading “როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს”
რატომ უჭირთ ბავშვებს წაკითხულის გააზრება – წლის მასწავლებელი PISA-ს კვლევის შედეგებზე
რატომ გვიჭირს წაკითხულის გააზრება, რა პრობლემებია სასკოლო განათლებაში და რომელ მოდელზე ამყარებენ მასწავლებლები იმედებს? – ამ თემაზე, ასევე შეფასების საერთაშოროსო პროგრამა PISA-ს კვლევის შედეგებზე, „ბათუმელებთან“ მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე საუბრობს. ბატონო გიორგი, PISA-ს კვლევის მიხედვით, 15 წლის ქართველ მოსწავლეებს უჭირთ …
როცა სოფლის სკოლაში მიდიხარ სამუშაოდ და 16 წელი რჩები – წყვილის გზა ეროვნულ ჯილდომდე
„როცა პირველად წალკაში წავედი, სოფელში ჩასვლისას პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ რას წაიღებდნენ წლების შემდეგ აქედან ბავშვები. პატარა სოფელია – აიაზმა, აქ ბავშვებისთვის ისტორია და გეოგრაფია უნდა მესწავლებინა. რთული იყო განსხვავებულ კულტურულ თუ კლიმატურ გარემოში ცხოვრება, უცხო ადამიანებთან შეგუება და ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი, თუმცა შემდეგ შემრცხვა ამ ფიქრების. უკან …