რატომ არ დააფინანსა მოტობლოკები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ – ინტერვიუ 

ფერმერების მიერ დაწერილი პროექტების განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ უკვე დაასრულა. შერჩეულ ფერმერებს მონიტორინგის ჯგუფები ამ დღეებში ადგილზე ნახავენ და დააზუსტებენ, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც ფერმერებმა პროექტში ჩაწერეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს: როგორ შეირჩა პროექტები, რას მიენიჭა უპირატესობა და რის დაფინანსებაზე თქვა უარი სამინისტრომ 2021 წელს. ბატონო …

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში

„ნებისმიერ ფერმერს აქვს თავისუფალი არჩევანი, რის შეძენა სურს. შესაძლოა, მომზადდეს ინოვაციური პროექტებიც… მთავარია, ეს იყოს საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული და არსებობდეს დასაბუთება, რაში დაიხარჯება ფული,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე. ამ სამინისტრომ ფერმერებისგან და ფერმერული გაერთიანებებისგან განაცხადების მიღება დაფინანსების გასაცემად უკვე დაიწყო. „საოჯახო მეურნეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე …

„ჩირს და ტყემალს ამერიკის ბაზარზე გავიტანთ“ – აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი

არ აკონკრეტებს, სად იყო სისუსტე, მაგრამ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ამბობს, რომ თავისი ხედვები კიდევ ერთი წლის შემდეგ – 2022 წლის ბიუჯეტში იქნება ასახული. მანამდე მინისტრი აჭარაში მოწეული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ჩირის და ტყემლის ამერიკულ ბაზარზე გაყიდვას აპირებს. გიორგი სურმანიძე ბოლო რამდენიმე წელი …

ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება

„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 …

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …

გიორგი სურმანიძე სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად გიორგი სურმანიძე დანიშნეს. ის დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ტიტე აროშიძე, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს უმაღლეს საბჭოში. მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, დღემდე ტიტე აროშიძე შვებულებაში იმყოფებოდა. ამჯერად კი იწურება ვადა, როდესაც თითოეულმა კანდიდატმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს უსკოში. კანდიდატად …

Exit mobile version