გიორგი მიქაუტაძემ „მონაკო“ აირჩია – L’ÉQUIPE

ფრანგული სპორტული გამოცემა L’ÉQUIPE წერს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ „მონაკოში“ თამაში სურს. L’ÉQUIPE -ის ცნობით, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა და კონტრაქტსაც მალე მოეწერება ხელი. როგორც არაერთგზის გავრცელდა მედიაში, მონაკოს გარდა მიქაუტაძის ტრანსფერს ასევე განიხილავდნენ ფრანგული კლუბები: „ლიონი“, „რენი“, „ლანსი“ და „მარსელი“, თუმცა მიქაუტაძემ, როგორც ჩანს, „მონაკოს“ მიანიჭა უპირატესობა. როგორც …

მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“. კითხვების ჩამონათვალი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ. გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. 2016 წელს თამარ ხაჭაპურიძე ამბობდა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის …

„კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ სხდომებსაც კი არ ატარებს“ – ჯანეზაშვილი

„მოსამართლეების დისციპლინურ სამართალწარმოებაზე საბჭოს ბოლო სხდომა 2019 წლის მარტში ჩატარდა… პირი, რომელსაც აქვს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება, არის იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც წელიწადზე მეტია სხდომას არ იწვევს…“ – წერს ფეისბუქში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. იგი  მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ მომზადებულ საჩივარს ეხმაურება. ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას დავით სარალიძის …

მოსამართლეებმა პანდემიის პირობებში ხელფასი, დანამატი და ასევე, ხელფასის 60% მიიღეს

პანდემიის პირობებში, გასულ თვეში, მოსამართლეებმა ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე, ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს. განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეებისთვის ორმაგი დანამატის მიცემა განისაზღვრა, არაფერი წერია, რის გამო დააჯილდოვეს მოსამართლეები. სასამართლოები დისტანციურ რეჟიმში გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ. სასამართლო პროცესების ნაწილი პანდემიის გამო გადაიდო. „…საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ყოველთვიურ დანამატთან ერთად 2020 წლის მარტში თანამდებობრივ სარგოზე დანამატი განესაზღვროთ …

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?

„რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიჰყავს პროცესი. ეს არის ერთი ადამიანის დისკრედიტაციის სურვილი. რატომ არის და როგორ არის, მე ჩემი ახსნა მაქვს ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, ხდება თავდასხმის ობიექტი იმ პირების მიერ, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები,“ – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი …

„არ მეშინია პროკურატურის“ – მოსამართლე, რომელსაც პლაჟზე არასრულწლოვნის ცემას ედავებიან 

„მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ცოტა ხნის წინ უვადოდ გადავინიშნე, ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არ მეშინია პროკურატურის და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოსი, მით უმეტეს, ხანდაზმული საქმის გამოყენების, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ნაზი ჯანეზაშვილმა კი …

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა. ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, …

მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …

„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება

„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება. გიორგი …

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნის მშობლების …

მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა …

პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული …

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გადადგომისაკენ მოუწოდებენ

„საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში და ორგანიზაციაში – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ეს ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ 2016 წლის ზაფხულში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე. ინციდენტის შემდეგ 13 წლის ბიჭის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. …

“გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს

“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება …

მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს, უვადოდ დანიშნეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე – ხვიჩა კიკილაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმეს განიხილავს. მოსამართლე ირაკლი შავაძე კი, რომელიც მოსამართლეების ე.წ. გავლენიან ჯგუფთან არის დაპირისპირებული, ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლო სისტემის მიღმა დარჩება. მოსამართლეების კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს ხვალისთვის აქვს ჩანიშნული საქმის განხილვა, სადაც დაზარალებულად …

პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია

საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. ბავშვის ცემის …

იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა …

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე

მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განიხილავს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა ქალს, რომელმაც დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ სცემა. შემთხვევა გონიოს პლაჟზე 26 აგვისტოს მოხდა. „თამარ ხაჭაპურიძე ნაპირზე იმყოფებოდა და გადაფურთხა, მაგრამ არა იმის გამო, რომ …

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და …

Exit mobile version