10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს. ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ …

„ღმერთით დასრულდება“ – ბათუმის ციხის წამების საქმის განხილვა 10 წლის თავზეც გადაიდო

„ღმერთით დასრულდება“, –  საქმის დასრულებაში ეჭვი ეპარება ყოფილ პატიმარს, ვახტანგ სიორიძეს. ის უკვე მე-10 წელი ელის განაჩენს „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“. ვახტანგ სიორიძემ წლების წინ ჩვენება მისცა სასამართლოს, თუმცა მან ისევ უნდა მისცეს ჩვენება სასამართლოს. უცნობია, როდის, რადგან ყოფილი პატიმარი პროკურორის ზარს ელის. საქმის განხილვის დასრულების სანაცვლოდ, განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყო. ამ საქმის განხილვა …

პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური  მოძრაობის“ სიმბოლოა. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების …

„პატიმრების წამების საქმის“ განხილვა ისევ გადაიდო

“პატიმრების წამების საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. ამჯერად სასამართლოში პროკურორი რამაზ შავაძე არ გამოცხადდა. მან სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხვა პროცესი ჰქონდა ჩანიშნული. გამოძიება ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში სულ 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ციხეში. მიუხედავად იმისა, …

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

„აი, ეს არის“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა და ადვოკატის გვერდით გაიშვირა ხელი, სადაც ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები: ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა ისხდნენ. ადვოკატმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა უშუალოდ გიორგი ვეკუას ამოცნობა. „შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩვენება …

ყოფილი პატიმარი მოსამართლეს: თუ სამართალია სადმე, მეც მინდა

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს – ზაზა ჯიქიას. ყოფილმა ხუთმა პატიმარმა დღეს, 5 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. მოწმეებმა დეტალურად გაიხსენეს, როგორ სცემდნენ ისე, რომ არ იცოდნენ მათგან რა …

სასამართლომ ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმეზე ორ მოწმეს მოუსმინა

“შემოვიდეს მოწმე”, – თქვა მოსამართლემ და სასამართლო დარბაზში დუმილი მოწმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია. მან დარბაზს ფრთხილად მოავლო თვალი და როცა ბრალდებულები შენიშნა, მაშინვე აარიდა მზერა, შეჩერდა. მანდატურმა ხელით მიანიშნა, აქ უნდა დადგეთო. მოწმე გია იანუსოვმა თხრობა დაიწო. “მე 2009 წელს დამაკავეს. ციხის მისაღებში ჩხრეკა ჩამიტარეს. მერე მითხრეს გაიხადე ყველაფერიო. გავიხადე. მითხრეს, უნდა ითანამშრომლო ჩვენთანო. უარი …

Exit mobile version