რატომ ჩამოხსნეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან მე-19 საუკუნის ჯვარი – კომენტარი

დღეს, 13 აპრილს, ფეისბუქში გავრცელდა გელათის მონასტერზე აღმართული ჯვრის ფოტო შინაარსით, რომ თითქოს მონასტერზე რუსული ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ბათუმელებმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად არა აღმართეს, არამედ ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს მე-19 საუკუნეში აღმართული ჯვარი. ჯვრის მოხსნის მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციაა. სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ …

„შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა“ – გელათის კედლის მხატვრობა-მოზაიკის რეაბილიტაცია იწყება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს იწყებს. კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარი მოკვლევით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა. ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული მოზაიკის და კედლის მხატვრობიდან რისი გადარჩენა მოხერხდება. ძეგლზე გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ. „ჩამოსულია მხატვრების ჯგუფი – კონსერვაციის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედესი. მათ გუშინ …

გელათზე დროებითი სახურავის შეცვლას წირვის რიტუალები და წვიმაც უშლის ხელს – სააგენტო

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „გელათის მონასტრის“ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის ფერდებზე ძველი დროებითი სახურავის მოხსნა, ახალი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის საფარის მოწყობა და ამჟამინდელი კრამიტის საფარის მოხსნა, 2022 წლის 31 მაისი ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვერ დასრულდება. ამ სამუშაოებში 205 675 ლარზე, ტენდერის გარეშე იხარჯება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შპს „კაპიტელინჟინერინგისთან“ 2022 წლის 3 …

„ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი“ – წულუკიანი გელათის ფრესკებზე

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში შესაძლოა კედლის მხატვრობის ნაწილი ვეღარ აღდგეს. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ როგორც იქნა მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან. თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი. მაგრამ იქ, სადაც ზიანი არ არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ …

გელათის კვლევა-კონსერვაციის პროგრამისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის კვლევებისთვის 515 000 ლარს გადაიხდის. სააგენტო გეგმავს გელათის მონასტრის საკონსერვაციო სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის საჭირო კვლევები მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით ჩაატაროს. „ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს ასევე გადაუდებელი ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნიკის განსასაზღვრად შესაბამისი კვლევების განხორციელებას, გრძელვადიანი, კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენას, რაც საფუძვლად უნდა …

ვინ იმუშავა გელათის რესტავრაციაზე და რა კავშირები აქვთ მათ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესში არასწორად მოწყობილი სახურავის გამო, უნიკალური ფრესკები დაზიანდა. ახლა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის გარკვევაცაა, ვინ დაუშვა შეცდომა და ვის მოსთხოვენ პასუხს მსოფლიო მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გამო. კანონმდებლობით, ძეგლის დაცვაზე მთავარი პასუხიმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც ამ პროექტის დამკვეთი და მთავარი მაკონტროლებელია. ძეგლების მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს სწორედ ამ …

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …

გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს …

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას …

Exit mobile version