„სირცხვილია“ – ბათუმში აქციაზე გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ

ბათუმში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ. ევროპის  მოედანზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და ამბობენ, რომ გახარიას  გაპრემიერება დაუშვებელია. „არ ვარ პარტიული, ამ ნიშნით ნამდვილად  არ ვარ მოსული. მაღელვებს ის, რაც  მჭირს დღეს. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი ადამიანის გამო. ბრძანება შეიძლება გახარიას გაცემული არაა და ზუსტად იმიტომ დაგვისვა დღეს პრემიერად მისი თავი ივანიშვილმა, მაგრამ ამას  …

„გახარია წადი“ – ბეშუმში პრემიერს საპროტესტო აქციით დახვდნენ

„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს. „ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული …

აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება. ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც …

ივანიშვილის რეზიდენციასთან, კარავში მისასვლელი პლაჟი ლოდებით ჩაგვიხერგეს – აქტივისტი

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მოშიმშილე პირებსა და აქციის ორგანიზატორებს კარვები კიდევ სამ ადგილზე აქვთ განთავსებული – ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან ახლოს, სასტუმრო „პარაგრაფის“ სიახლოვეს პლაჟთან და  გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბესო ქათამაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პლაჟთან განთავსებულ კარავში აქტივისტები ვეღარ მიდიან, რადგან მესამე დღეა პლაჟი ლოდებით ჩახერგეს. „კარავთან რომ მიხვიდე, ზღვაში უნდა შეცურო, ისე …

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს. „ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, …

„გახარია წადი“ – ბანერი ჩაქვში მაგისტრალზე

აქტივისტებმა დღეს, 12 ივლისს, ჩაქვში შს მინისტრის გამოსახულებიანი ფოტო წარწერით – „გახარია წადი“ კიდევ ერთხელ გამოფინეს. აქტივისტები, რომლებმაც ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე გამოფინეს ეს საპროტესტო ბანერი, აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სტუმრებს, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ენახათ, როგორ არ ეგუება საზოგადოება მინისტრს, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს …

ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი დაუნგრიეს. ამ წუთებში რეზიდენციის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილიდან აქციის მონაწილე, მინდია ადაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი მოშიმშილე ამბობს, რომ გაურკვეველმა პირებმა მოშიმშილეების კარვები დაარბიეს. „კარვები მიწასთან გაასწორეს, პოლიცია აქ იდგა მაგრამ რეაგირება აქ ჰქონია. ხელი არ შეუშალეს, უბრალოდ შუაში იდგნენ, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო. ბანერებიც …

„გახარია წადი“ – ბანერი ავტომაგისტრალზე [ფოტო]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა დღეს, 8 ივლისს, ქობულეთის ავტომაგისტრალზე კვლავ გამოფინეს ბანერი – „გახარია წადი“. მსგავსი ბანერი გამოფინეს აქტივისტებმა მაგისტრალზე 5 ივლისსაც. საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს. 20 ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო …

Exit mobile version