ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …
Tag Archives: გამწვანების სამსახური
რატომ გარეცხა გამწვანების სამსახურმა ბათუმის საკრებულოს წევრის ეზო და ბეტონის ღობე
ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 10 აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის სახლის ეზო და ბეტონის ღობე გარეცხეს. ადგილზე სამსახურის მანქანით ჯერ წყალი მიიტანეს, შემდეგ კი სამსახურის ტექნიკა ეზოს და ბეტონის რეცხვისთვისაც გამოიყენეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ბათუმის წინა …
რატომ მოჭრეს ხე ბათუმის ცენტრში
„გვითხრეს, რომ ხე დაზიანებულია, მაგრამ ამის არავის სჯერა, უზარმაზარი და ჯანსაღი ხე იყო,“ – ამბობს გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრები თემურ ქავშბაია. გორგილაძის ქუჩის ბოლოში, „ბათუმი მოლის“ წინ, ხის მოჭრის ამსახველი ფოტოები მან დღეს, პირველ ივლისს ფეისბუქში გამოაქვეყნა. თემურ ქავშბაიას ვარაუდით ხე მოჭრეს იმის გამო, რომ ის „ბათუმი მოლის“ ფასადზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეფარებოდა. „მეორე მხრივ, პარკირების …
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, 110 ჰორტენზია დარგეს
„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა დღეს, 5 აპრილს, თამარ მეფის გზატკეცილზე, ფერდობზე, 110 ძირი ჰორტენზია დარგეს. 2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.
ვინ წყვეტს, რომელი მცენარე უხდება ქალაქს და სად – გამწვანება დოკუმენტის გარეშე
ვინ წყვეტს და რის მიხედვით, რომელი მცენარე უხდება ქალაქს ან კონკრეტულ ქუჩას? – ამ კითხვებმა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, დავით დიასამიძე გააღიზიანა. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ დოკუმენტი არსებობს, რაც ბათუმში გამწვანების პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე მხოლოდ აგრონომების და სპეციალისტების ხედვა არსებობს. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ ამას. ახლა, მაგალითად, ძველ ბათუმზე …
Continue reading “ვინ წყვეტს, რომელი მცენარე უხდება ქალაქს და სად – გამწვანება დოკუმენტის გარეშე”
რატომ მოჭრეს ევკალიპტი კახაბრის ქუჩაზე [ფოტოამბავი]
ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე კიდევ ერთი ევკალიპტი მოჭრეს. როგორც „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, ევკალიპტის მოჭრაზე მათ გასცეს ნებართვა. „მერიაში მოსახლეობიდან არაერთი წერილი შევიდა, რომ ხეს ტოტები მოტყდა და ამის გამო ავტომანქანები დაზიანდა. ამიტომ იქნა მიღებული ხის მოჭრის გადაწყვეტილება,“ – გვითხრეს გამწვანების სამსახურში. „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ ხე დიდი ხნის იყო და ჩამოვარდნილი ტოტების გამო მანქანებიც …
Continue reading “რატომ მოჭრეს ევკალიპტი კახაბრის ქუჩაზე [ფოტოამბავი]”
ბათუმში ქაფურის ხეზე მიჭედებული თუნუქის ფირფიტა მოხსნეს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ხეზე მიჭედებული თუნუქის ფირფიტა, რაზეც „ბათუმელები“ გუშინ წერდა, დღეს მოხსნეს და ფუღურო მიწით ამოავსეს. ბათუმის მერიის ცნობით, ქაფურის ხეზე მოქალაქეებმა თუნუქის ფირფიტა თვითნებურად მიაჭედეს, რადგან გამვლელები დაფუღუროვებულ ხეში ნაგავს ყრიდნენ. სპეციალისტთა განმარტებით, ქაფურის ხე მყარია და მისი მოჭრა საჭირო არ არის. ბათუმის „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და …
Continue reading “ბათუმში ქაფურის ხეზე მიჭედებული თუნუქის ფირფიტა მოხსნეს”
ვინ მოჭრა ვაზი ბათუმის მეორე სკოლასთან? [ფოტოამბავი]
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლასთან, ვაზი მოჭრეს. ბათუმის გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ ვაზი მათ არ მოუჭრიათ და მათ სამსახურში არც წერილობითი შეტყობინება შესულა ვაზის მოჭრაზე ნებართვის მისაღებად. ვაზის უნებართვო ჭრაზე ინფორმაცია არც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიუღია. ორივე სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ვაზის მოჭრაზე უკვე შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი …
Continue reading “ვინ მოჭრა ვაზი ბათუმის მეორე სკოლასთან? [ფოტოამბავი]”
ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს
ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა და ფაროსანა გამოჩნდა. ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. 24 აგვისტოს „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს აგროსერვის ცენტრთან პრეპარატების გადმოსაცემად. „გადმოგვცეს დაახლოებით 30 ლიტრი პრეპარატი და სამი ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეწამვლითი სამუშაოები, სადაც ყველაზე …
Continue reading “ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს”
პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია
ორივე ფოტო ბათუმში, კ. გამახურდიასა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. განსხვავება დროშია. დღეს ზუბალაშვილის 17-ში მდებარე სახლი სიმაღლეში იზრდება, ჭადრები კი პალმებმა ჩაანაცვლა. „მოსახლეობის კოლექტიური განცხადება იყო შემოსული და მოითხოვეს ხეების მოჭრა. მანამდეც გვქონდა ეს ხეები მონიშნული, რადგან ძალიან დაზიანებული იყო,“ – გვითხრა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ. იგივე დაგვიდასტურეს ზუბალაშვილის 17-ში. მოსახლეობის …
Continue reading “პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია”