მემედ აბაშიძის გამზირზე ბუჩქებს თხრიან, გამწვანებაში ამბობენ, რომ აქ კორდს დააგებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ქალაქის მერიის გამწვანების სამსახური მრავალწლოვან ბუჩქებს ჭრის და თხრის. ტროტუარის გასწვრივ გაზონებში მხოლოდ ხეებს ტოვებენ. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის გამწვანების სამსახურს. „მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ბუჩქები გადაზრდილი იყო, ამასთან დაზიანებული და დაავადებულიც. შესაბამისად, არც ვიზუალი იყო მისაღები, განსაკუთრებით დიდთოვლობის შემდეგ, ამიტომ გაზონში მათ ნაცვლად უახლოეს პერიოდში იგეგმება კორდის დაგება. რაც შეეხება ხეებს, ყველა …

ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, ხეები დააბეტონეს. მერიის გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ მუნიციპალურ ინსპექციას. „მე როგორც გადმომცეს, ინფორმაცია მიწოდებული აქვს მუნიციპალურ ინსპექციას და რეაგირება იქნება. ვინ ჩააბეტონა ხეები, ვერ გეტყვით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. როგორც ვიცი, კერძო საკუთრებაშია ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ორი ხე იყო მხოლოდ ქალაქის ნაწილში“ – ამბობს ბათუმის მერიის გამწვანების …

მშენებლებს გამწვანების შესახებ დაფის განთავსებაც დაევალათ – ახალი კანონი

მშენებლობის შესახებ საინფორმაციო დაფის გვერდით მშენებლებმა სხვა საინფორმაციო დაფაც უნდა განათავსონ – ტერიტორიის გამწვანების შესახებ. სამშენებლო ტერიტორიებზე [სადაც, ხშირ შემთხვევაში, მშენებლობის შესახებ დაფებიც არ აქვთ გამოკრული], გამწვანებაზე საინფორმაციო დაფის განთავსება 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით: „ნებართვის მფლობელმა ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა …

სურამში ხეები კერძო პირმა თვითნებურად ჩააბეტონა – ხაშურის მერიის განცხადება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სურამში ხეების ჩაბეტონებაზე განცხადებას ავრცელებს. მერიის განცხადებით, სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე ბეტონი თვითნებურად დააგო და ხეებიც ჩააბეტონა. „როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს …

სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს

სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს. ფაქტის ამსახველი ფოტო დღეს, 15 მაისს, გავრცელდა ფეისბუქზე. ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას  ნიშნავს, რომ ნიადაგი ვერ დატენიანდება, რაც დიდი ალბათობით ხეების გახმობას გამოიწვევს. რატომ ჩააბეტონეს ხეები და ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ირაკლი ჩადუნელს. „როგორც ჩანს, წიწვოვანი …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს. პალმები ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების პალმების საკოლექციო ნაკვეთში დაირგო. დაირგო ორი ძირი დაბალი რაფისი (Rhapis humilis), 10 ძირი იურული პერიოდის ფილოგენეტიკური რელიქტების საგოვანების ორი სახეობა – ცვალებადი საგოვანა (Cycas revoluta) და 1 ძირი დახვეული საგოვანა (Cycas circinalis). ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღში პალმების კოლექცია 25 სახეობითაა წარმოდგენილი. „ღია გრუნტში …

ხელოვნების უნივერსიტეტის სკვერში 200-მდე ხეს დარგავენ

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ გაშენებული ახალი სკვერი ოფიციალურად ხვალ, პირველ აგვისტოს გაიხსნება. პარკის გახსნაზე, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 200-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი. „დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე, ფოთლოვანი ნარგავები, მათ შორის კალისტემონი, ტუია, როდოდენდრონი და მაგნოლია“, – გვითხრეს მერიაში. პარკის გახსნაზე დაუკრავს ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი. სკვერის მშენებლობა ზუბალაშვილის ქუჩაზე გასულ წელს დაიწყო, მის მოსაწყობად ქალაქის …

ვინ წყვეტს, რომელი მცენარე უხდება ქალაქს და სად – გამწვანება დოკუმენტის გარეშე

ვინ წყვეტს და რის მიხედვით, რომელი მცენარე უხდება ქალაქს ან კონკრეტულ ქუჩას? – ამ კითხვებმა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, დავით დიასამიძე გააღიზიანა. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ დოკუმენტი არსებობს, რაც ბათუმში გამწვანების პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე მხოლოდ აგრონომების და სპეციალისტების ხედვა არსებობს. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ ამას. ახლა, მაგალითად, ძველ ბათუმზე …

აჭარის ტელევიზიის წინ ორი ნაძვი მოთხარეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ორი ახალგაზრდა ნაძვი მოთხარეს. როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დიასამიძე ამბობს, ნაძვების მოთხრის გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს. “ეს ხეები იმიტომ მოითხარა, რომ უკეთეს ადგილას გადავიტანოთ. ხვალ დილით აქ უკეთესი ხეები დაირგვება. საერთო ჯამში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ტელევიზიამ და ჩვენ, რომ გადაირგოს. იმიტომ, რომ ნაძვი ნაკლებად სახიანი ხეა. ახლა …

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა. ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების …

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს. „ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ …

მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის  კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ …

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები …

Exit mobile version