მთავარი,სიახლეები

სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს

15.05.2023
სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს

სურამში წიწვოვანი ხეები ჩააბეტონეს. ფაქტის ამსახველი ფოტო დღეს, 15 მაისს, გავრცელდა ფეისბუქზე. ფოტოზე ჩანს, რომ ხეები მთლიანად ჩაბეტონებულია, რაც იმას  ნიშნავს, რომ ნიადაგი ვერ დატენიანდება, რაც დიდი ალბათობით ხეების გახმობას გამოიწვევს.

ფოტო, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა

რატომ ჩააბეტონეს ხეები და ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ირაკლი ჩადუნელს.

„როგორც ჩანს, წიწვოვანი ხეები ამ შაბათ-კვირას ჩააბეტონეს, რადგან მანამდე მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს. უქმე დღეებში არის გაკეთებული.

წინა კვირას, მე როცა ვიყავი შემოვლაზე, არ იყო დასხმული“ – გვითხრა ირაკლი ჩადუნელმა.

მისი თქმით, ბეტონი დასხმულია ეზოს წინ, სადაც ცენტრალური გზა შედის. მან ასევე გვითხრა, რომ ეს ბაიათხევის ტერიტორიაა.

„სახლის წინ აქვს „სტიაშკა“ დასხმული, ახლა გაარკვევენ შესაბამისი სამსახურები, საკუთრებაში აქვს ეს ტერიტორია აღნიშნულ პირს თუ არა.  თუ საკუთრებაში აქვს ეს ტერიტორია, მაშინ აქვს უფლება და თუ არ აქვს, გაირკვევა ყველაფერი, ხეებს ირგვლივ უნდა ჰქონდეს დატოვებული ნიადაგი, რომ ფესვებმა იკვებოს. ძირებში ბეტონი მიუსხა, ასეთი რამ არ ვიცი“- ამბობს ის.

ირაკლი ჩადუნელმა „ბათუმელებთან“ არ დააზუსტა, ვინ არის აღნიშნული პირი, ვინც ხეები ჩააბეტონა, თუმცა გვითხრა, რომ ამ საკითხს აუცილებლად მოიკვლევენ.

„აქ ისეთი ადგილია, ხშირად ქირავდება სახლები დამსვენებლებზე, გზიდან ახლოსაა და რადგან მანქანები შედის, როგორც ჩანს, ამის გამო მოასხა ბეტონი, თუმცა ღობე არ არის და არ ვიცით, კერძოა თუ არა ეს ტერიტორია“ – გვითხრა მან.

სურამი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია, რომელიც ჰავითა და წიწვოვანი ტყეებითაა გამორჩეული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: