როგორ გაჩნდა ოზთურქის საქმეში მარიხუანა, ბიზნესმენი 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 6 ივლისს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა „მარიხუანას მცირე ოდენობით შენახვისთვის“. ეს ადმინისტრაციული სახდელია, რაც გათვალისწინებულია მარიხუანას შენახვისთვის. მილიონერი გალიფ ოზთურქი ასევე ბრალდებულია ნარკოდანაშაულის საქმეზე და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის. საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის, საქმეში მარიხუანაზე საუბარი ამ დრომდე არ იყო. 31 მაისს, …

ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის თურქეთში ექსტრადაციის მოთხოვნა ისევ ძალაშია. „გალიპ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც თურქეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა. იგი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. შემდეგ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რის საფუძველზეც თურქეთმა მოითხოვა საქართველოდან მისი ექსტრადიცია. ეს …

რა უთხრა ოზთურქმა მოსამართლეს, მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე კოტე ჭილაიამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს. სასამართლო სხდომა დღეს, 2 ივნისს ჩატარდა. გალიფ ოზთურქი გუშინწინ, 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიება გუშინწინ ფინანსურ დანაშაულებზე საუბრობდა, დღეს, 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან – სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს …

ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს

საქართველოს მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც გუშინწინ, 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით  დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. გალიფ ოზთურქი საქართველოში არაერთ კომპანიას ფლობს „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ. ოზთურქის ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, …

ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად თანამშრომლები აქციას მართავენ

დღეს, 31 მაისს, საღამოს, გალიფ ოზთურქის მხარდასაჭერად „მეტროსითისთან“ აქცია იმართება. აქციაზე სასტუმრო „ეუფორიას“ თანამშრომლები არიან გამოსულები და სკანდირებენ: „გალიფ ოზთურქ!“ „მეტროსითიში“ დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებენ. „გალიფ ოზთურქი უწესიერესი კაცია. ყველას ეხმარება, კეთილი საქმეების კეთება უყვარს. ამის გამკეთებელი… ჩვენ …

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს კიდევ ერთი თაუერი აშენდება. 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აქ შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა.  „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია. ბიზნესმენმა შესყიდულ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, ამ ადგილზე მოაზრებული პროექტის რენდერთან ერთად გუშინ, …

1 მილიონად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 13 მილიონად გაყიდა

2011 წელს 1 მილიონ დოლარად ნაყიდი სახელმწიფო ქონება მესაკუთრემ 9 წლის შემდეგ 13 მილიონ დოლარად გაყიდა. საუბარია ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე პირველი აფთიაქის შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, მის მოსავლელად და შესანარჩუნებლადაც ინვესტორს ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. შპს „ჟასმინის“ 90 პროცენტს ფლობდა თურქეთში დაფუძნებული კომპანია – „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაი“. შენობის …

Exit mobile version