ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან მეასე წელს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვებენ. რას ნიშნავს კობახიძისთვის ამ ჯილდოს გადაცემა მას შემდეგ, როცა სწორედ მისი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში სერგეი გავრილოვი, რომელსაც საზოგადოების ძლიერი პროტესტის ფონზე მოუწია საქართველოს დატოვება, ირაკლი კობახიძეს კი – პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ …
Tag Archives: გავრილოვის ღამე
20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში
გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს ბათუმშიც აქციით გამოეხმაურნენ. ევროპის მოედანზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას. დღეს აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ასევე დაგმეს გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების მიერ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა. 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ სპონტანური საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეის …
Continue reading “20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ – აქცია ბათუმში”
მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში
მომავალი ვარ მე! – ამ წარწერით დღეს, 20 ივნისს ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ინსტალაცია გამოჩნდა. ავტორი გასული წლის 20 ივნისიის მოვლენებს, გავრილოვის ღამეს ეხმაურება. „მომავალი ვართ ის ადამიანები, ვინც 20-21 ივნისის ღამეს ვიცავდით ქვეყანას სირცხვილისგან, ვიცავდით თავისუფლებას, სიტყვას და გამოვხატავდით პროტესტს ოკუპანტების წინააღმდეგ“, – ამბობს ინსტალაციის ავტორი. ინსტალაცია ანონიმ მულტიმედია არტისტს, BIIMO-ს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის …
Continue reading “მომავალი ვარ მე – პოსტერი 20 ივნისის მოვლენებზე ბათუმში”
მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 177 ბიზნესმენს დაეხმარა. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მისცა. ინფორმაცია ორგანიზაციიდან „აწარმოე საქართველოში“ მოგვაწოდეს. მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა რუსი ტურისტების დაკარგვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საჯაროდ ზიანის ანაზღაურების დაპირება გასცეს, მთავრობას 207-მა მცირე და საოჯახო სასტუმროს მესაკუთრემ მიმართა. ორგანიზაციის მონაცემებით, ჯამში 177 განაცხადი დაკმაყოფილდა და გაიცა 614 …
Continue reading “მთავრობამ საოჯახო სასტუმროს 177 მფლობელს 614 ათასი ლარი მისცა”
რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა
აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, 25 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, ჯერ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ პარლამენტის პიკეტირებისთვის. აქციის დაწყებამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთებით დატვირთული 4 სატვირთო მანქანა ჩამოართვა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. სატვირთო მანქანებში იყო შეშა, რომელიც აქციის მონაწილეებს ღამის განმავლობაში, …
Continue reading “რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა”
გახარია აქციის დაშლაზე: ადრეც ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის და ახლაც
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ის, რაც გუშინ განხორციელდა საპოლიციო ძალების მხრიდან რუსთაველის ქუჩაზე, როცა საპროტესტო აქცია დაშალა სპეცრაზმმა, იყო კანონიერი. გახარიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან რაც ხდებოდა, იყო უკანონობა. „ან საბედნიეროდ, ან სამწუხაროდ ეს შეკითხვა – ვინ გასცა ბრძანება, რაღაც მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც …
ზაქარია ქუცნაშვილი: მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო
ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი: „მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო. პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდებოდი, რომ ჩემთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მხოლოდ ამის შენდეგ ჩავთვალე საჭიროდ სიმართლის თქმა. გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვა და სხდომის რუსულად წაყვანა ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. აქ ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევის შემთხვევა. სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ …
Continue reading “ზაქარია ქუცნაშვილი: მინდა, ასდღიანი დუმილი დავარღვიო”
„ქუცნაშვილის ცოლმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და სახეში გამარტყა“ – კონფლიქტი გონიოს პლაჟზე
გონიოს პლაჟზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი არეშიძე გონიოს პოლიციამ უკვე გამოკითხა. ირაკლი არეშიძის თქმით, მას ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სახეში ხელი გაარტყა. „თავიდან სასტუმროს აივნიდან დავინახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ჩემს ნაცნობ ქალებს ეკამათებოდა. დავუძახე, გავრილოვის მონა ხარ, შენ გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი. ჩამოდი, აბა, ქვემოთო, დამიძახა, …